თბილისის გრან პრი: ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
30 მარტს, თბილისის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს. ჩვენმა სპორტსმენებმა პირველ დღეს 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში ბრაზილიელ დენიელ კერგნინს დამატებით დროში მოუგო და საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა თბილისის გრან პრიზე.

60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი (60) ლუხუმ ჩხვიმიანს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ერთმანეთს უკვე მესამედ შეხვდნენ და ჩხვიმიანმა მესამედ შეძლო თანაგუნდელის დამარცხება.

შესაბამისად, ჩხვიმიანს ოქრო შეხვდა, ხოლო პაპინაშვილს - ვერცხლი.

ბრინჯაოს მფლობელები
ლაშა ჩადუნელი
(60) და თემურ ნოზაძე (60) გახდნენ.

  • ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა 60 კილოგრამში

ჩადუნელმა აზერბაიჯანელი ორუჯ ვალიზადა ბრწყინვალე გდებით დაამარცხა. თემურ ნოზაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ მორგუში დამატებით დროში დაამარცხა.

  • დაჯილდოება

66 კგ წონით კატეგორიაში, სამწუხაროდ, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლაშა გიუნაშვილი უზბეკ შახრამ ახადოვთან იპონით დამარცხდა.

31 მარტს, თბილისის გრან პრიზე ვაჟებში 73 და 81 კილოგრამი წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება, ხოლო ქალებში - 63-ისა და 70-ის.

ქართველებიდან იასპარეზებენ:

73კგ.
ლაშა შავდათუაშვილი-არსენ ღაზარიანი (II წრე)
ომარ ნიაზაშვილი-დანიელ პაუელი
ფრიდონ გიგანი-რეგიმანტასი რიბინასი
ზვიად კაპანაძე-ფერდინანდ კარაპეტიანი (II წრე)

81 კგ.
ნუგზარ ტატალაშვილი-ალფა უმარ ჯალო
თამაზ კირაკოზაშვილი-იოშგუნ აბდუალევი
ზებედა რეხვიაშვილი-ვართახ ხაჩატრიანი

ქალები
63 კგ.
მზია ბებოშვილი-აგატა ზაჩეჟა

70 კგ.
ელისო სისაური-დანარა კუდაროვა
მარიამ ჭანტურია-ეველინ ბერნდსენი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა ბიჭებო!!!
gurami
22:30 30-03-2018
0

სიახლეები პოპულარული