73. კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართება. ლაშა შავდათუაშვილი ფრიდონ გიგანს დაუპირისპირდება.
ლაშა შავდათუაშვილმა ნახევარფინალში ჰოლანდიელი ვან ვესტედე იპონით დაამარცხა. ფრიდონ გიგანმა კი, რომელიც ირანელ ჩემპიონ მოჰამადს დაუპირისპირდა, მეტოქე ეფექტურად დაატრიალა და ბოლო წამზე იპონით დაამარცხა.
ეს რიგით მეორე ქართული ფინალია თბილისის გრან პრიზე. პირველ დღეს 60 კილოგრამში ამირან პაპინაშვილი ლუხუმ ჩხვიმიანს დაუპირისპირდა.
ოქროს მედლისთვის კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი (81) იჭიდავებს, რომელიც ფინალში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველს ანრი
- თამაზ კირაკოზაშვილის გზა ფინალამდე
კირაკოზაშვილი ნახევარფინალში ნუგზარ ტატალაშვილს დაუპირისპირდა და თანაგუნდელს აჯობა. აი ტატალაშვილი ბრინჯაოსთვის კობა მჭედლიშვილს შეხვდება, რაც იმის გარანტიაა, რომ ოქრო-ვერცხლთან ერთად დღეს ბრინჯაოც გარანტირებული გვაქვს.
რაც შეეხება ქალებს, ბრიჯნაოს მედლისთვის 70 კგ. წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია იჭიდავებს, რომელიც გერმანელ შაუნდრა დიედრიჩს შეხვდება.
ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს საქართველოს ნაკრებმა გრან პრიზე 5 მედალი მოიპოვა. ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და ვაჟა მარგველაშვილმა (66) ოქროს მედალი მოიპოვეს, ამირან პაპინაშვილმა (60) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძემ (60) და ლაშა ჩადუნელმა (60) კი ბრინჯაოს მედლები მოიგეს.