ოქროს მედლისთვის გიორგი პაპუნაშვილი და გურამ თუშიშვილი იჭიდავებენ.
პირველმა მათგანმა ჯერ თურქმენ ტეჯენ ტეჯემენოვს სძლია, შემდეგ ბრაზილიელ გუსტავო ასისს აჯობა. 1/4-ფინალში პაპუნაშვილმა პოლონელი პიოტრ კუცზერა დაამარცხა. 1/2-ფინალში კი შვეიცარიელ კირილ გროსკლაუსზე ძლიერი აღმოჩნდა.
ფინალში მისი მეტოქე ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო იქნება.
რაც შეეხება თუშიშვილს, გურამმა - აზერბაიჯანელი ჯალილ შუკორივს, ჰოლანდიელი იურ სპიკერსის და ნახევარფინალში ქართველი ლევან მატიაშვილის წინააღმდეგობა დასძლია.
ფინალში თუშიშვილი ირანელ ჯავად მაჰჯოუბს დაეჭიდება.
რაც შეეხებათ სხვა ძიუდოისტებს: 100კგ
მძიმე წონაში კი რეპეშაჟში ასევე ორი ქართველი იჭიდავებს. ონისე ბუღაძის მეტოქე იურ სპიკერსი იქნება, ლევან მატიაშვილის კი ჰამზა ოუჩანი.
პირველივე წრეში წააგეს თავისი შეხვედრები გიორგი გველესიანმა და ნოდარ ბერიანმა.
ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.