ანტალიის გრან პრი: ფინალში ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა

AutoSharing Option
6 აპრილს ორი ქართველი ძიუდოისტი ანტალიის გრან პრის ფინალში გავიდა.

60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი, რომელიც ამირან პაპინაშვილის ძმა არის, ფინალში რუს ალბერტ ოზუგოვს შეხვდება.

პაპინაშვილმა აქამდე სლოვენიელ მატიას ტრბოვს, რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს, ამერიკელ ადონის დიაზს და მონღოლ ამარბოლდ ჯაგვარალდორჯს სძლია.

66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი ფინალში მოლდოველ დენის ვიერუს შეხვდება. აქამდე ნინიაშვილმა კუბელ ოსნიელ სოლისს, ირანელ ალირეზა ხოიასტეჰს, ყაზახ იელდოს ზუმაკანოვს და თურქ სინან სანდალს მოუგო.

66 კილოგრამში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ნიკო ჭიკაიძე პირველივე
შეხვედრაში ებრაელ იარინ მენაგედთან იპონით დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 17:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული