ანტალიის გრან პრი: ბაგრატ ნინიაშვილის ოქრო და ჯაბა პაპინაშვილის ვერცხლი [VIDEO]

AutoSharing Option
6 აპრილს, ანტალიის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი მედალი მოიპოვეს.

66 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის ბაგრატ ნინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ნინიაშვილმა ფინალში მოლდოველ დენის ვიერუს 33 წამში სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

მამანმდე ნინიაშვილმა კუბელ ოსნიელ სოლისს, ირანელ ალირეზა ხოიასტეჰს, ყაზახ იელდოს ზუმაკანოვს და თურქ სინან სანდალს მოუგო.

60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი ფინალში კი რუსეთის წარმომადგენელ ალბერტ ოზუგოვთან იპონით დამარცხდა.

მანამდე კი პაპინაშვილა სლოვენიელ მატიას ტრბოვს, რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძეს, ამერიკელ ადონის დიაზს და მონღოლ ამარბოლდ
ჯაგვარალდორჯს სძლია.

66 კილოგრამში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ნიკო ჭიკაიძე პირველივე შეხვედრაში ებრაელ
იარინ მენაგედთან იპონით დამარცხდა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული