სამწუხაროდ, ქართველებს მოულოდნელად ცუდი სტარტი გამოუვიდათ.
ლაშა შავდათუაშვილი (73) პირველივე შეხვედრაში გერმანელ იგორ ვანდტკესთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
ნუგზარ ტატალაშვილი (81) კი პირველ წრეში მსოფლიოს ფინალისტ სრდან მრვალჯევიჩს შეხვდა და იპონით მოუგო, ხოლო მეორე შეხვედრაში ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.
სამწუხაროდ, დღეს ევროპის ჩემპიონატი უკვე ქართველების გარეშე ჩაივლის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვება ვერცერთმა სპორტსმენმა ვერ შეძლო. გამომდინარე აქედან, უკვე მეორე დღეა, საქართველოს მედლების გრაფაში ნული წერია.
28 აპრილს, ტურნირის დასკვნით დღეს ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვა: უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), გურამ თუშიშვილი (+100).
შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 18:00 საათზე.