თუშიშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს და საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ტამერლან ბაშაევთან მსაჯების არაობიექტურობის გამო დამარცხდა - გდება არ ჩაუთვალეს, მეტოქეს კი ვაზარი საფინალო გონგის შემდეგ ჩაუთვალეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლა გურამმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლთან წააგო (სამი გაფრთხილება მიიღო).

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ნიდერლანდელ ვან ტ ენდთან რეპეშაჟში იპონით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

სამწუხაროდ, უშანგი მარგიანი (90კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე წარუმატებლად იასპარეზა და მედლების გარეშე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
დაჩაგრეს თუ არა ფაქტი ჯიუტია დამარცხდა მე -3 ადგილოსანთან. ის არც ფინალს იმსახურებდა ესეიგი. მოკლედ უკავრავად და გაბომჟდა ძიუდო
ეტო
20:50 28-04-2018
5
თქვენ ქართ ჟურნალისტები??? საერთოდ ჟურნალისტიკანიცითვრა არის?? მსაჯებმა დაჩაგრეს კი არა სადაა კრიტიკაა ნაკრების? სადაა კითხვის ნიშნები?? რა მსაჯებმა დაჩაგრეს გუნდი გუნდს აღარ გავს იმის მაგივრად რო კითხვის ნიშნები დასვათ ვიგაცეებს აპრავებთ. საინფორმაციო სააგენტო თუ ხართ მაშინ უბრალოდ შედეგები დადეთ და თუ ჟურნალისტებს უწოდებთ თავს ცოტა თავმოყვარეობა იქონიეთ და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი.
ვაჟა
22:37 28-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული