თუშიშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს და საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ტამერლან ბაშაევთან მსაჯების არაობიექტურობის გამო დამარცხდა - გდება არ ჩაუთვალეს, მეტოქეს კი ვაზარი საფინალო გონგის შემდეგ ჩაუთვალეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლა გურამმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლთან წააგო (სამი გაფრთხილება მიიღო).

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ნიდერლანდელ ვან ტ ენდთან რეპეშაჟში იპონით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.

სამწუხაროდ, უშანგი მარგიანი (90კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე წარუმატებლად იასპარეზა და მედლების გარეშე დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
იმას კი ნუ წერთ რომ დაგვჩაგრეს ის დაწერეთ რატო გამოვიდნენ ასე ცუდად და რა არი ამის მიზეზი ან ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, თუ ასეთი ტაკტიკით გააგრძელეს დარცმუნებული ვარ მსოფლიოზეც იგივე ბედი გველის, არადა კარგი თაობააა და გულდასაწყვეტია რო არცერთ მსოფლიოს ჩემპიონი არ არის, ერთი ჩრიკის ქონდა მსოფლიო მოგებული და ისიც გაურკვეველი მიზეზების გამო აგარ აჭიდავებენ მიზეზობენ ტრანვაო აბა თბილიში როგორ იჩიდავა, როგორ დავიჯერო რო მარგიანი უპრო ამართლებს 90 კილოში, არ მესმის რა
giorgi
11:02 30-04-2018
0
რაც შთაბეჭდილება დამრჩა ჩვენების გამოსვლაზე ისაა რომ ტაქტიკურ მომზადებაში მოიკოჭლებენ.ზოგიერთ კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე მოჭიდავეს სპორტული ინტელექტი აკლია და ამაზეა სამუშაო. დრო გავიდა და მაშინ გაუკეთა ილეთიო განა ეს გასამართლებელია? როცა რუსს ეჭიდავები კონცენტრაცია არ უნდა დაკარგო მაშინაც კი როცა დრო გასულია.
irakli81
11:29 29-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული