თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ტამერლან ბაშაევთან მსაჯების არაობიექტურობის გამო დამარცხდა - გდება არ ჩაუთვალეს, მეტოქეს კი ვაზარი საფინალო გონგის შემდეგ ჩაუთვალეს. მესამე ადგილისთვის ბრძოლა გურამმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლთან წააგო (სამი გაფრთხილება მიიღო).
ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ნიდერლანდელ ვან ტ ენდთან რეპეშაჟში იპონით დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
სამწუხაროდ, უშანგი მარგიანი (90კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
ასე რომ, საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე წარუმატებლად იასპარეზა და მედლების გარეშე დარჩა.