ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!

AutoSharing Option
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მიერ უშედეგო ასპარეზობაზე საკუთარი უკმაყოფილება ვერ დამალა და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის წერილი გამოაქვეყნა:

"დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0! მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში!

არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე....

შეიძლება კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი
მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით......

აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორცმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
ქევხიშვილის მუშაობის შედეგი დაიდო. მე რიგით გულშემატკივარს მრცხვენია ამ შედეგის, რას ფიქრობს თვითონ საინტერესოა, როცა იცი ეს შენი საქმე არ არის წადი მშვიდობით სახლში. ადრეც მოგწერეთ ავაზა ( გურამ მოდებაძე) აწიეთ მთავარ მწვრთნელად, თუ გინდათ ძიუდო არ დავკარგოთ.
ჯ ი ჯ ი
30 აპრილი 2018 12:36
0
დღეს ევროპის ჩემპიონატი იწყება ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. ძალიან დიდი თხოვნა იქნება იქნება რამენაირათ მათზეც დაიწეროს სტატია. ეს კიდევ დამატებითი სტიმული იქნება ჩვენი ბოჭებისთვის! ჭიდაობა ქართული სპორტია!
administracias
30 აპრილი 2018 10:59
0
დღეს ბერძნულ-რომაულსა და თავისუფლებში იწყება იგივე ევროპის ჩემპიონატი!!!!! იქნებ რამე დაგეწერათ მაგაზეც??? თუ ეგ სპორტები ჩვენი აღარ არის????
administracias
30 აპრილი 2018 10:33
0
უწიგნური კაცი უნამოსოდ პარლამენტში რო შევა და იქ მუსკულებზე დაიწყებს ყურებას იმას სერიოზულად არავინ აღიქვამს
waja
30 აპრილი 2018 02:34
13
ვაჟა,შენ თუ იცი რა ხდება?თუ უბრალოდ წერ,მაშინ გაჩუმდე ჯობია. იცი რა რა საშინელება ტრიალებს ჭიდაობაში,თმები ყალყზე დაგიდგება!ვერ გაძღა რამოდენიმე ადამიანი და ამის გამო ყველა ფულზეა გადასული! ახლა ამან ხმა ამოიღო და ჩაქოლეთ(თუმცა,ესეც კარგი ხვითოა),მაგრამ სიმართლეს ამბობს!
ბრრრრრრ ვაჟას
30 აპრილი 2018 10:17
0
თეთრს თეთრი დავარქვათ და შავს შავი, როცა სიმართლეს ამბობს ნუ ჩავქოლავთ. ვიღაცამ თუ არ თქვა ისე არაფერი აგორდება. ფაქტია რომ რუსეთმა და სხვებმაც მაგრად გადაგვასწრეს და დროზე უნდა შველა
mamuka
29 აპრილი 2018 21:03
0
ზვიადაური არც მე მეხატება გულზე პარლამენტში გამართული ცემა ტყეპის შემდეგ,მაგრამ ამ შემთხვევაში მართალია რომ ასეთი შედეგის შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელობა და მწვრნელთა კორპუსი უნდა შეიცვალოს...ქვევანა დაქცეული და დანგრეული რომ იყო მაშინ იგებდნენ მედლებს...მე არ მახსენდება ბოლოს უმედლოდ რომელი ტურნირიდან დაბრუნდნენ ჩვენი ძიუდოისტები...ასე რომ როცა შედეგი ნულია (ზვიადაურის მოწოდება არ უნდა ჭირდებოდეს) ყველა თავმოყვარე ადამიანი თანამდებობიდან თავისით უნდა მიდიოდეს...აბა ვნახოთესენი რას იზამენ!!!!???
batu
29 აპრილი 2018 16:35
0
ეს ის ზვიადაური არაა, ნაცების გვერდით დგომისას აქტიურ მონაწილეობას რომ იღებდა სპორტის აკადემიის განადგურებაში?!
თედიაშვილმა მაშინ კარგად უთხრა სათქმელი....
არც ესაა რამის გამკეთებელი...
Kosta
29 აპრილი 2018 15:30
10
თავისი სახელობის ქუჩაზე თუ ცხოვრობს ეგ მართლა დაიმსახურა....ასე რომ საქმეზე რო ვიმსჯელოთ ჯობია
kaxa
29 აპრილი 2018 13:33
0
ამან პარლამენტში ყოფნით ხო ქვეყანას სარგებელი მოუტანა და ეხლა ფედერაციის პრეზიდენტობა მოუნდა..
Musenbezi
29 აპრილი 2018 13:31
23
ზაზა მართალი ხარ. ეხლანდელი სასტავი უნდა წავიდეს ....მოვიდეს მცოდნე ხალხი სათავეში......
kaxa
29 აპრილი 2018 13:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული