ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!

AutoSharing Option
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მიერ უშედეგო ასპარეზობაზე საკუთარი უკმაყოფილება ვერ დამალა და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის წერილი გამოაქვეყნა:

"დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0! მე როგორც ერთ-ერთი ძიუდოისტი და გულშემატკივარი მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე რა ხდება ძიუდოში!

არ ვიცი საიდან დავიწყო.. ამას ვამბობდი წლების უკან რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი სამწუხაროდ არავინ არ არის! მინდა ყველამ ამოიღოს ხმა ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე....

შეიძლება კიდევ ის მომაწერონ რომ მე ინტერესი
მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია გარდა კეთილდღეობისა! მინდა ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების უკან იყო! ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან! პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე! არ შეუქმნი პირობებს! იმის გამო რომ ფედერაციას ფული არ აქვს ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს პლეხანოვის დარბაზში სასტუმროთი და კვებით......

აი თანხები სად მიდის ფედერაციიდან! გადაამოწმეთ თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ ფედერაციის პრეზიდენტი რომ უწყვიტავს სპორცმენს დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს! აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია! მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი...... ამოიღეთ ხმა! სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო!

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბატონო ზურაბ,თქვენ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი იყავით პარლამენტში.იქ რომ თქვენი მოღვაწეობა არავის უნახავს,გასაგებია,ამის არავითარი ცოდნა და გამოცდილება არ გქონდათ,გასაგებია,.მაგრამ რაიონში ძიუდოს განვითარებისათვის რა გააკეთეთ?თქვენს შემდეგ რაიონში ძლიერი ძიუდოისტი აღარ გაზრდილა,ზვიად გოგოჭურზე ნუ ვილაპარაკებთ,ის ცალკე თემაა.შესაძლოა ქევხიშვილი რაღაცას აშავებს კიდეც,მაგრამ ის სპორტში მოღვაწეობს,ამდენი სპორტის დიდი სპეციალისტი,პარლამენტში უსაქმურობით რომ არ ჰკარგავდეს დროს და თავის სფეროში მოღვაწეობდეს,შედეგი ახლა გაცილებით უკეთესი იქნებოდა და სხვათა შორის,პარლამენტის მუშაობაც,გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა.ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს,რაც იცის და რაც კარგად შეუძლია.ეს თქვენც გეხებათ.
სოსო
11:36 29-04-2018
10
ეხლა წამოყოფენ თავს ზვიადაური და მისი მსგავსი მედროვე ხალხი, დაიწყეს უკვე მაზოლზე ფეხის დადგმა, რასაც ზვიადაური წერს შეიძლება მართალიც არის და საერთოდ საუბარი არაა ესეთი კატასტროფის შემდეგ ქევხიშვილიც და ცირეკიძეც უნდა წავიდნენ თავიაანთი სასტავებით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვიდნენ ზვიადაური და მისი მსგავსი გუშინდელი სპორტსმენები, აქ საჭიროა გამოცდილი, ძიუდოს სამყაროში ჩახედული ნორმალური მენეჯერი, რომელიც დაალაგებს სიტუაციას და აღარ იქნება სასტავებად დაყოფილი და გახლეჩილი ქართული ძიუდო....
zaza
12:56 29-04-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული