"მივესალმები ქართული ძიუდოს გულშემატკივარს. პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ გვერდში დგომისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობთ ქართული ძიუდოს მიმართ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, პირველ რიგში, თქვენთვის გვეთქვა შეფასება ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით და უახლოესი გეგმების შესახებ გვესაუბრა.
ევროპის ჩემპიონატზე არმიღწეულ დადებით შედეგს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ დღეს ამის მოყოლას ბუნებრივია, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.
თქვენთვის, ჩვენთვის, ყველასთვის მნიშვნელოვანია შედეგი,
ირაკლი ცირეკიძე და სამწვრთნელო შტაბი ეროვნულ ნაკრებთან აღარ გააგრძელებენ სამწვრთნელო პროცესს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ კარგად შევხვდეთ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატს", - თქვა ქევხიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ძიუდოს ფედერაციის "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 26-28 აპრილს, თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა და ერთი მედალიც ვერ მოიპოვა.
▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
▶ თუშიშვილი მსაჯებმა დაჩაგრეს და საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა