"არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება

AutoSharing Option
"საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა აღმასკომის სხდომის დაწყებამდე საგანგებო განცხადება გააკეთეს.

საგანგებო განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა:

"პირველ რიგში, ნაკრების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, ახალგაზრდა თაობას, ყველა გულშემატკივარს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა, დგას და მთელი გულით გულშემატკივრობს ქართულ ძიუდოს. მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს: ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა და არც ერთი თანამდებობა. ჩვენი ტიტულები და წარმატება არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პოპულარიზაციისთვის მომართული.

რაც შეეხება განცხადებას:

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო
პირობების უზრუნველყოფა, ასევე სწორი მწვრთნელების შერჩევით. საერთაშორისო ასპარეზზე თანადგომის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაზეც დღეს შეგნებულად შევიკავებთ თავს და არ ვისაუბრებთ ამ ფორმატში. ნაკრების გადაწყვეტილებით, ფედერაციაში არსებული ჩვენთვის მიუღებელი და სპორტისთვის დამაზიანებელი მდგომარეობის გამო ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას არც ერთ შეჯიბრში და ვწყვეტთ ვარჯიშს, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან. იგი იკავებს სამ სხვადასხვა თანამდებობას, მათ შორის, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის და ფაქტია, რომ ვერ ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვდასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება.

ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში".

ჭრიკიშვილის მეუღლე: ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს

ეს არის ის განცხადება, რომელიც გვინდოდა წაგვეკითხა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ გვიწევს ამის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ აქამდე ბევრჯერ ვეცადეთ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენი კონკრეტულად ვითხოვთ დავით ქევხიშვილის გადადგომას, რადგან ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ვთხოვთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციაში პრობლემის მოგვარება, გულთან ახლოს მიიტანოს ქართული ძიუდოს გასაჭირი".

სპორტსმენებს შორის, რომლებიც ამ განცხადებას შეუერთდნენ, არიან: ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები.

აღმასკომის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.

▶ ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
მკითხველის კომენტარები / 31 /
რატომ ამოიჩემეს ეს ქევხიშვილი, რას ერჩიან?! ნორმალური კაცი ჩანს! ისე ისიც ვერ გავიგე თუ ქვეყნის წამყვანი ძიუდოისტები ერთხმად უწყობენ ობსტრუქციას, მართალია თუ მტყუანი გადადგეს ესეც, რად უნდა ამისთანა ხალხთან მუშაობა?! საქმე როგორ უნდა გააკეთოს?!
aburjga
04 მაისი 2018 20:20
1
ლიპო ძალიან გაფასებ ჩემთვის საუკეთესო სპორცმენი ხარ! მინდა გთხოვო ერთი რამე შენ შენ ჭკვიანი ხარ და მაგას შეძლებ დარწმუნებული ვარ. ეროვნულ ნაკრებსა და ფედერაციას შორის დავამ არ გამოიწვიოს ძიუდოს თაობათა შორის დაპირისპირება! წინ დიდი გამარჯვებებისკენ ქართველი ხალხი ელის თქვე მომოვალ გამარჯვებებს!
zviadi
04 მაისი 2018 17:53
1
მოტივი ტუ არ ითქვა რის გამო გინდათ ქევხიშვილის გადაყენება აზრის გამოტანა გულშემატკივარისთვის ძნელი იქნება. თუ თანხების არა მიზნობრივი ხარჯვაა მაშინ მთელი საქართველო თქვენს გვერდით გვიგულეთ. მაგრამ რასაც ქევხიშვილი იძახის რომ ფინანსებს თანაბრათ ანაწილებს როგორც ეროვნულ ისევე ახალგაზრდულ ნაკრებზე მაშინ მაგაში ბრალის დადება არ მიმაჩნია სწორეთ. იმიტომ რომ ახალგაზრდულშიც ძალიანძლიერი ნაკრები გვყავს! მოკლეთ მოტივი გააცანით ხალხს, ეს ხალხი იმსახურებს ამას. მე პირადათ დღეებს ვითვლი ხოლმე რომ თქვენი და ახალგაზრდულის ჭიდაობას ვუყურო. იმედია ყველაფერი კარგათ დასრულდება და კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ყველა ქართველის გულს. წარმატებები უფალი თქვენსკენ.
archili
04 მაისი 2018 17:29
1
შიგნით მოაგვარეტ ესეთი ამბები,თუ რამე შესაცვლელია შეცვალეთ,მე რო მეუბნები არ ვივარჯიშებო რას მექადნები,ნურც გივარჯიშია, ვინმემ ეგ არ იდარდოს.ხალხი პატივს მაშინ გცემთ ტიტულებს რო იგებთ,თორე ჯიგარი ბიჭები ჩვენც კი ვართ..
გოჩა
04 მაისი 2018 16:17
19
ვისაც არ გიჭიდავიათ, არ ყოფილხართ ნაკრებში, მოერიდეთ არაკორექტულ განცხადებებს.ბიჭები შეგნებულად არ ჩააგდებდნენ ევროპას, ეს სპორცმენის სულში არა დევს, მე პირადად დავინახე, რომ არასწორი მომზადებით ბიჭები იყვნენ ,, გადამწვრები'' ვერ მოძრაობდა ღვინიაშვილი საერთოდ, ყველა დატვირთვას თავისი დრო და ნორმა აქვს. ველოდებით მინისტრის კომენტარს ნაკრების განცხადებაზე, მარტო გადადგომა არ არის საკმარისი, უნდა მოიკვლიოს მისი დანაშაულებები შ.ს.ს.-მ.დასაბრუნებელი დააბრუნოს 10-ჯერ მეტი, მერე კი სხვა პასუხისმგებლობა, ძნელი არ იქნება ,,მოდულამდე'' მისვლა.
გაიტანეთ გრელანდია!!!!
04 მაისი 2018 17:24
1
ვინ არის ეს ქევხიშვილი არ არი მომჯდარი მთელ ძიუდის და წოვს ყველაფერს.ამისთვის გაუსვრია რა ავრორას.წადი წადი.
khkk
04 მაისი 2018 16:32
4
წაგებამდე გაგეკეთებინათ ეს განცხადება თუ მაგრები ხართ.ეხლა სხვაზე გადაგაქვთ თქვენი დედლობა.
თამაზი
04 მაისი 2018 16:15
17
ასე როცა ყველგან უცოდინარი,გაუმაძღარი,არაპატრიოტი პარტიული აქტივისტები ინიშნებიან. ზვიადაურს თავი უკეთესი გონია..მაგის კაცობა იქიდან ჩანს რომ ნულ განათლებიანი პარლამენტში შევიდა ვითომ კანონების დასაწერად სინამდვილეში ჭიდაობა გააგრძელა..ერთი რაგბი გადარჩა პარტიული აქტივისტიგან.
სიბნელისკენ ჰერი,ჰერი
04 მაისი 2018 21:39
2
მაშ აბუსერიძე რა დამკვრელად ყავთ პარლამენტში?!
GIO
05 მაისი 2018 01:36
0
"სხვები" მაგარი დასასრულია სტატიისთვის.იქნებ გვარები დაწეროთ რომ უფრო კარგად მივხვდეთ სპექტაკლში მონაწილე აქტორების მოტივაციად
ჯოკია
04 მაისი 2018 17:22
2
ნინას. საინტერესოა ვისი აზრი დააფიქსირე.
ჯ ი ჯ ი
04 მაისი 2018 16:40
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული