საგანგებო განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა:
"პირველ რიგში, ნაკრების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, ახალგაზრდა თაობას, ყველა გულშემატკივარს, ვინც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგა, დგას და მთელი გულით გულშემატკივრობს ქართულ ძიუდოს. მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს: ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა და არც ერთი თანამდებობა. ჩვენი ტიტულები და წარმატება არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პოპულარიზაციისთვის მომართული.
რაც შეეხება განცხადებას:
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს სჭირდება მხარდაჭერა ფედერაციის მხრიდან, როგორც სავარჯიშო
მისი მმართველობის პერიოდში ამ სპორტს არ აქვს მომავალი ამ ქვეყანაში, რაც დასტურდება მის 6-წლიანი მმართველობით და შედეგებით, რაც მხოლოდ ჩვენი სპორტსმენების თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა და არასდროს ფედერაციის მხარდაჭერით.
ამ წლების განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე. მაშინ, როდესაც ძიუდო არის სპორტი, რომელსაც რეალურად მოაქვს შედეგები სამშობლოსთვის და აქვს საუკუნოვანი ტრადიციები საქართველოში. დიდი ხანია სხვდასხვა გზით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, როგორც ძიუდო, ერთი დიდი ოჯახი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი სიამაყეა ქართული დროშის ღირსების დაცვა შეჯიბრებებზე, თუმცა უკვე შეუძლებელია ასეთ პირობებში გაგრძელება.
ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ შეგნებულად არ გაემგზავრა ბოსნიაში შეჯიბრზე და უერთდება ჩვენს სულისკვეთებას ძიუდოს გადარჩენისთვის. ველით შესაბამის ნაბიჯებს პასუხისმგებელი პირებისგან და გვსურს რეალური ცვლილებები ფედერაციაში".
ჭრიკიშვილის მეუღლე: ავთოს სახელით, ბოდიშს ვუხდი მის გულშემატკივრებს
ეს არის ის განცხადება, რომელიც გვინდოდა წაგვეკითხა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ გვიწევს ამის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ აქამდე ბევრჯერ ვეცადეთ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ.
ჩვენი კონკრეტულად ვითხოვთ დავით ქევხიშვილის გადადგომას, რადგან ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს და ვთხოვთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციაში პრობლემის მოგვარება, გულთან ახლოს მიიტანოს ქართული ძიუდოს გასაჭირი".
სპორტსმენებს შორის, რომლებიც ამ განცხადებას შეუერთდნენ, არიან: ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები.
აღმასკომის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება.
▶ ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
▶ ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
▶ ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
▶ ზურაბ ზვიადაური: ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს!
უკაცრავად, რამდენ საუკუნოვანი ტრადიციები აქვს ძიუდოს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, ხომ ვერ მეტყვით?