ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილთან ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრა გვსურდა, თუმცა დღეს კაბინეტში არ იმყოფება

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა, ვინც დღევანდელ აქციაში მონაწილეობს, ფედერაციის პრეზიდენტთან, დავით ქევხიშვილთან შეხვედრა სცადეს, თუმცა ქევხიშვილი დარბაზში არ დახვდათ.

ნაკრების წევრები ფედერაციის შენობაში შევიდნენ და ქევხიშვილის კაბინეტთან მივიდნენ, თუმცა ქევხიშვილი სამუშაო ადგილზე არ იმყოფება და კარი დაკეტილი დახვდათ.

"კიდევ ერთხელ ღიად მოვედით სასაუბროდ. რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ, რომ გვსურდა მასთან შეხვედრა ღიად, ჟურნალისტების თანდასწრებით, თუმცა შეხვედრას კიდევ ერთხელ აარიდა თავი.

ეს ადასტურებს, რომ ქევხიშვილს არანაირ კითხვაზე პასუხი არ გააჩნია. დღეს არ იმყოფება კაბინეტში, რათა ბიჭებს არ შეხვდეს. ჩვენ არ მოვსულვართ საჩხუბრად,
ვინმესთვის რამის დასაშავებლად ან კარის ასაჭედებლად, ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ ცივილურ ფორმებში, თუმცა საუბარს არიდებს თავს", - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

▶ ავთანდილ ჭრიკიშვილი: ყველაფერზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ცუდი რაღაცების თქმა მოგვიწევს...

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯერ ნოზაძე მერე ლიპარტელიანი შემდეგი ვინ არის?
tazo
07 მაისი 2018 21:33
0
ზვიადაური რომ ყველაფერზე წამსვლელია ფულის გულისთვის ცნობილი ფაქტია.ჯერ მილიონი ლარი აიღო მიშასგან ოლიმპიადის მოგებისთვის.მერე გინება დაუწყო და უწიგნური პარლამენტში შეძვრა ოცნების სიით.ახლა კი განხეთქილება შეაქვს ქართულ ძიუდოში მერკანტილური მიზნებისთვის.
ასეა ეს
07 მაისი 2018 15:26
8
გარედან შეუიარაღებელი თვალით ისე ჩანს, თითქოს ნაკრების წევრები არ არიან სულ მამა აბრამი ბატკნები. არ ვიცი შეხვდება თუ არა მათ ქევხიშვილი, მაგრამ თუ შეხვდება უკეთესი იქნება. დაე ყველამ ყველაფერი იცოდეს რა ხდება ძიუდოს ოჯახში (თუ ამას ოჯახი ქვია კიდევ). თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ლიპარტელიანის ბრალდებებს ვისმენდი, რაღაც თითიდან გამოწოვილი მგონია ყველაფერი. რაც შეეხება ჭრიკიშვილს, თითქოს "ძალიან ბევრი ცუდის თქმა მოგვიწევსო", კომენტარიც ძნელია გააკეთო. ანუ რა გამოდის, რაღაც ძალიან ცუდი ხდება და არ ამბობს? ეს როგორ.. ეს ხომ დანაშაულია. ასე რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. პირველ დღეებში მეც ასე მეჩვენებოდა მაგრამ......
aliko
07 მაისი 2018 15:23
4
ოხ ლიპო ლიპო ნეტა ვინ გმართავს ქვევხიშვილი შეიძლება წავიდეს მარა თქვენ თუ განგებ წააგეთ ევროპაზე ამას რა ქვია მაგაზე უკვე ხალხი მერე თქვენ მოგდგებათ ბუმერანგის პრინციპი გახსოვდეს ამიტომ ჯობია დაილაპარაკეთ და ჩვენც ვიცოდეთ სიმართლე ჭრიკი რო ამბობს ყველაფერს ვერ ვიტყვიო უკვე გვიანაა რადგან გამოიტანეთ უნდა თქვათ.
samtredia
07 მაისი 2018 14:28
6
საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობის მოთხოვნაა გამოიძებნოს ორმხრივი, მისაღები კომპრომისი დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ისინი, ვინც კონფლიქტისკენ აქეზებენ მხარეებს, საქართველოს და ძიუდოს მტრები არიან!!!
tngh
07 მაისი 2018 13:54
2
ქევხიშვილის მუშაობაზე ნამდვილად არა ვარ ცუდი აზრისა და მირჩევნია გააგრძელოს მუშაობა,მაგრამ როცა მთელი გუნდი შენს წინააღმდეგაა,ალბათ სჯობს თავისი ნებით გადადგეს.აქ მნიშვნელობა აღარ აქვს მტყუანი ხარ, თუ მართალი.არც ალუდა ქეთელაური ტყუოდა თემის წინაშე,მაგრამ თემს რაც სწადია მას იზამს,თავის თემობის წესითა და ამას ვერსაით წაუხვალ.დარწმუნებული ვარ დათო ასეც მოიქცევა,მხოლოდ შეეცდება,მანამდე თავისი სიმართლე დაამტკიცოს.
სოსო
07 მაისი 2018 13:49
0

სიახლეები პოპულარული