დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძიუდოისტებს არ ჰქონიათ კითხვები. ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს ფედერაციაში არის პრობლემები. მე ამ სამი დღის განმავლობაში რაც მოვისმინე, ეს შევაჯამე და წარვუდგინე ჩემი პასუხები ყრილობას. პირველ რიგში, ძიუდოს ოჯახის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.

ძალიან კარგია, რომ სამინისტრომ გააკეთა კომისია და ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ამ ფორმატში გვქონდეს დიალოგი. ვფიქრობ, რომ საერთო ენა მაინც გამოინახება.

როცა ვესაუბრები ძიუდოისტებს, ისინი მეუბნებიან, რომ ჩემთან მოთხოვნები არა აქვთ. ისინი ასევე მეუბნებიან, რომ "გუნდია" და ამიტომ
არიან ერთად.

ვარლამ ლიპარტელიანს მინდა მივმართო, მასზე წინ მე ვიყავი გუნდის კაპიტანი და 2009 წელს, როცა გარკვეული პრობლემები იყო, მე შიდა სამზარეულო გარეთ არ გამიტანია და არც ვარჯიში შემიწყვეტია. მე მაშინ ვესაუბრე მწვრთნელს და დიალოგით მოვაგვარეთ ეს ამბავი.

როცა კაპიტანი ხარ, არ შეიძლება ასე პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება!

რა თქმა უნდა, ამ პროცესების უკან დგას რაღაც ჯგუფები და მე ამას არ ვუღრმავდები. არ იქნება სწორი, რომ მე გადავდგე, რადგან მათ ასე უნდათ, რადგან მათგან მე არგუმენტებიც კი ვერ მოვისმინე. ამ ყველაფერს წყვეტს ყრილობა და მათ მოისმინეს დღეს ჩემი პოზიცია".

▶ ქევხიშვილისგან ვაჟკაცურ გადაწყვეტილებას ველოდებით - ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს [VIDEO]
▶ ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
მკითხველის კომენტარები / 53 /
ამ პროცესებს თავიდანვე სპექტაკლის სუნი რომ ასდიოდა, თავიდანვე ცხადზე ცხადი იყო, რადგან პროცესი ზვიადაურის მიერ იქნა დაწყებული და შემდგომ ოპკესტრირებულად აყვნენ მას ლიპო და მისი მეგობრები. როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს ვარხანალია, ქართულმა ძიუდომ ყველა ვარიანტში წააგო, თან ძალიან მაგრად. მე არ ვიცი რა პროცესები მიდიოდა შიგნით, სანამ საჯაროდ გამომზეურდებოდა, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერი მოგვარებადი იქნებოდა. გადადექი! გადადექი!!! კაი რა!! მაშინ შენც წადი აქტიური სპორტიდან იმ ფიასკოს გამო, რაც ისრაელში მოგივიდა. ეხ ლოპო!!!!!!!!! ტელეეკრანებტან კეკლუცობა კაია, მაგრამ სიმართისთანა ძლიერი მაინც არაფერია. თუ ლიპო და მისი მეგგობრები ყველაფერში მართლები არიან (რაც დაუჯერებელია) და პრეზიდენტი არ გადადგება, საბოლოო ჯამში მაინც მოუწევს ამის გაკეთება.
gogia
10 მაისი 2018 15:41
20
სპეკტაკლიც ამას ქვია აგერ: 1. ნახევარზე მეტი ძიუდოისტები თავისი ფულით დადიან ტურნირებზე (ფედერაცია თავს არ იკლავს არავიზე გარდა ქევხიშვილის პროტეჟეებისა). 2. ქევხიშვილის დარბაზში ვარჯიში 86 ლარი ჯდება და ფედერაციიდან იხდიან მაგ ფულსაც ( აბა თავის კუდს ხომ არ მოიჭრის ქევხიშვილი).3. თბილისის ტურნირის ცუდად ორგანიზება (იაპონელები საერთოდ არ ჩამოვიდნენ და დანარჩენებმა კიდევ მეორე მესამე გუნდები ჩამოიყვანეს) ჩვენებმაც ყარეს ბეჭებზე ( შენზე 2 თავით დაბალს რომ მოუგებ მაგას მოგება ქვია?) 4. ევროპის ჩემპიონატის ჩაგდება (მანდ გამოჩნდა ყველაფერი როგორ მოემზადა ნაკრები). 5. ქევხიშვილი სამ ადგილზეა უფროსად ( ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, პაროლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ყვარლის საკრებულოს ხემძღვანელი) საქართველოს პრეზიდენტობაღა დარჩა და იყაროს ბარემ კენჭი არჩევნებზე! საქართველოში დაილია ხალხი, რომ მაგან არ მართოს ყველგან!?
კიდევ გავაგრძელებ თუ გასაგები არ არის!!
გუნდი
10 მაისი 2018 16:01
2
ბატონო ქევხიშვილო,თქვენ ეგ ბიჭები კარგა ხანია ჩამოწერეთ{თქვენი აზრით}რაღაც მზაკვრული აზრები გაქვთ.გკითხოთ მინდა,თქვენ ხომ არ აპირებთ ჭიდაობას მომავალ მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე??? არ გამოგივათ!
chabuka
10 მაისი 2018 15:38
3
ყვარყვარე (ქევხიშვილი): "ოქროს სარაიას აგიშენებთ ჩემსას რომ მოვრჩები მერე"!
გამგე
10 მაისი 2018 15:37
2
ვეღარ გავიგე ვინ მართალია და ვინ მტყუანი.)))
dato
10 მაისი 2018 15:28
4
ტიპი სამ სკამს ებღაუჭება ერთად, რაღად უნდა კითხვა რომ ქევხიშვილის ბრალია რაც ხდება ძიუდოში.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
10 მაისი 2018 15:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული