ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა

AutoSharing Option
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაკა ცინცაძის გადაცემაში აქტუალური თემა მიმდინარეობდა ძიუდოისტების დღევანდელი ბრალდებების განხილვა.

ძიუდოს მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა, ერთ ერთ ბრალდებაზე ისაუბრა. სადაც სპორტსმენები საუბრობდნენ, რომ მწვრთნელებს 10% თავისი ხელფასისა ფედერაციაში მიჰქონდათ.

- სამწუხაროა ეს ყველაფერი და მიჭირს ამაზე საუბარი. მერიცხებოდა ხელფასი 700 ლარი და ფედერაციაში უკან მიმქონდა 200 ლარი. ეს თანხა ვითომ მწვრთნელებზე ნაწილდებოდა, მაგრამ სად მიდიოდა არ ვიცი.

ძალიან ცუდი ფაქტია ეს, რომ ძიუდოს ოჯახში ეს ხდება. მარტო მე არ ვარ, არიან სხვა მწვრთნელებიც და მათთანაც მსგავსად ხდება.

ძალიან
ბევრჯერ მქონდა ეს კითხვა სად მიდიოდა ეს თანხა, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ გვცემდა. ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება. - განაცხადა ლევან ციგრიაშვილმა.

ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?
მკითხველის კომენტარები / 34 /
ჯერ 700 ლარი რა ხელფასია და მერე 200 ლარი თუ უკან მიქონდა და მაინც მუშაობდით, ყოჩაღ თქვენ
krk
11 მაისი 2018 03:13
0
ამ ჯანღონით სავსე კაცებს რომ ამდენს უბედავს,წარმომიდგენია საკრებულოს დეპუტატები რა დღეში ეყოლება, იმათ ალბათ ხელფასის ნახევარი მიაქვთ უკან "ყვარლის აღორძინებისათვის".
!!!!!!!!!!!!!!
11 მაისი 2018 01:36
1
ნუ იმეორებთ ზვიადაურის ნაბოდვარს ან გადაამოწმეთ მაინც. ერთი, რომ გამგებლის თანამდებობა აღარ არსებობს მერი ქვია მაგას, მეორე კიდევ სესიაშვილია ყვარლის მერი და არა ქევხიშვილი. ქევხიშვილი 2015 იყო და მერე ქოცების შიდა ინტრიგნებით გადააყენეს და თამადა მანდაც ზვიადაუდი იყო. ახლაც იგივეს უჩალიჩებენ. გეიგეთ?
ჯონდო
11 მაისი 2018 09:01
12
სირცხვილია პროსტა, ჯერ ნაკრების მწვრთნელისთვის ესეთი დაბალი ხელფასი სამარცხვინოა და ზევიდან კიდე დაახლოებით 1/3 რო ართმევ მაგარი უნამუსობაა, თან დიდი წარმატებები გვაქვს ძიუდოში, მოკლედ მარაზმი ხდება ამ ქვეყანაში, ცოტაც და ცხოვრება ვაფშე გაუსაძლისი გახდება, სამარცხვინოა!!!!
davita
11 მაისი 2018 00:08
5
უკან მიტანილი ფული?! თუნდაც ერთი მოწმის ჩვენება არ არის საკმარისი ქევხიშვილის დასაჭერად?
bmb
10 მაისი 2018 23:36
2
ფედერაცია ჯობია წახვიდეტ..ისე ეს ხაბულიანი ვინ არის და რატომ ამხვრევს სიტუაციას?
judo
10 მაისი 2018 22:48
0
ორი ბიძია იბრძვის ახლა ძიუდოს ხელში ჩასაგდებად და ჩვენ ამ სპექტაკლებს უნდა ვუყუროთ.
ზაზა
10 მაისი 2018 22:41
11
ეჰჰ მარტო ძიუდოში კი არა ყველგან ეგრე ხდება და მაგიტომაც ვართ ესეთ დღეში
rodemdeee
10 მაისი 2018 22:32
0
მაგრად ტეხავს
giorgi
10 მაისი 2018 22:31
0

სიახლეები პოპულარული