ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა

AutoSharing Option
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მაკა ცინცაძის გადაცემაში აქტუალური თემა მიმდინარეობდა ძიუდოისტების დღევანდელი ბრალდებების განხილვა.

ძიუდოს მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა, ერთ ერთ ბრალდებაზე ისაუბრა. სადაც სპორტსმენები საუბრობდნენ, რომ მწვრთნელებს 10% თავისი ხელფასისა ფედერაციაში მიჰქონდათ.

- სამწუხაროა ეს ყველაფერი და მიჭირს ამაზე საუბარი. მერიცხებოდა ხელფასი 700 ლარი და ფედერაციაში უკან მიმქონდა 200 ლარი. ეს თანხა ვითომ მწვრთნელებზე ნაწილდებოდა, მაგრამ სად მიდიოდა არ ვიცი.

ძალიან ცუდი ფაქტია ეს, რომ ძიუდოს ოჯახში ეს ხდება. მარტო მე არ ვარ, არიან სხვა მწვრთნელებიც და მათთანაც მსგავსად ხდება.

ძალიან
ბევრჯერ მქონდა ეს კითხვა სად მიდიოდა ეს თანხა, მაგრამ ამაზე პასუხს არავინ გვცემდა. ეს დაახლოებით ერთი წელია გრძელდება. - განაცხადა ლევან ციგრიაშვილმა.

ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?
მკითხველის კომენტარები / 34 /
ერიჰააააა!
გამოდის, რომ ქვეყანას დედ მამა აღარ ყავს, ხედავთ! ღმერთი დაგმო! მეტი ფაქტი რაღა გინდათ?!!
კ ო მ ბ ლ ე
16 მაისი 2018 00:42
1
პროკურატურა აუუ ...
ზაური
14 მაისი 2018 23:49
0
მწვთრნელი რომ ამა იტყვის ატკატი მიმქონდაო და თან არ ვიცოდი რატომო, ეს ქევხიშვილი კიდევ ხმას როგორ იღებს და სად არიან სამართალდამცავები?
irakli
14 მაისი 2018 14:49
3
ვერ გავიგე აბა მოჭიდავეები,ვინც დღედაღამე შრომობს,შეჯიბრებებში თავს არ ზოგავს ესენი წავიდნენ და მექრთამეები დარჩენ? მერე ვინ იჭიდავებს უწიგნური ყაველაშვილი? პატრონი რომ ყავდეს ქვეყანას დაიბარებდა ქევხიშვილს და მისცემდა რამდენიმე დღეს საქმის მოსაგვარებლად.თუ ვერ აგვარებ უნდა წახვიდე.ასეა ყველა საქმეში.აბა გადავაყოლოთ ამ მედროვეს საქართველოს ძიუდო.
ავანტიურისტო წადი
12 მაისი 2018 17:56
2
მოეშვით ამ აქამდე სად იყოს და მიმართე შსს/პროკურატურას..... მიმართა, ამოიღო ხმა, შედეგი?! მასეთი ფაქტი, თბილისის საკრებულოშიც იყო, თქვეს--კობახიძე ფულს გვძალავს ხელფასიდანო... გადარიცხვებიც აჩვენეს, შედეგი იყო?!
თვითონ ცირეკიძე როდესაც ხაბარელს დაუპირისპირდა დაგავიწყდათ?! დაისაჯა ვინმე?! მგონი არავინ, ხაბარელი პარლამენტშია....
სანამ პოლიტიკური ნიშნით იქნება სპორტი მართული, არაფერი ეშველება....
ან 3 თანამდებობა რა უბედურებაა, ვუნდერკინდს ნაღდად არ გავს...
jok
11 მაისი 2018 16:37
4
მოეშვით ამ აქამდე სად იყოს და მიმართე შსს/პროკურატურას..... მიმართა, ამოიღო ხმა, შედეგი?! მასეთი ფაქტი, თბილისის საკრებულოშიც იყო, თქვეს--კობახიძე ფულს გვძალავს ხელფასიდანო... გადარიცხვებიც აჩვენეს, შედეგი იყო?!
თვითონ ცირეკიძე როდესაც ხაბარელს დაუპირისპირდა დაგავიწყდათ?! დაისაჯა ვინმე?! მგონი არავინ, ხაბარელი პარლამენტშია....
სანამ პოლიტიკური ნიშნით იქნება სპორტი მართული, არაფერი ეშველება....
ან 3 თანამდებობა რა უბედურებაა, ვუნდერკინდს ნაღდად არ გავს...
kosta
11 მაისი 2018 15:24
6
"აქამდე სად იყო" იმას ნიშნავს, რომ თავადაც კმაყოფილი იყო არსებული სიტუაციით და შეთანხმებით. ახლა, ცუდი შედეგის გამო ფედერაციამ პასუხი მწვრთნელებს და სპორტსმენებს მოთხოვა(აბა, ვისთვის მოეთხოვა?!). ჰოდა, იმით დამფრთხალები(შიშს დიდი თვალები აქვს), რომ მწვრთნელებსაც და ნაკრების წევრებსაც ნაწილობრივ მაინც შეცვლიდნენ, რის გამოც შემოსავალის დიდი ნაწილი ეკარგებოდათ, აყაყანდნენ და ყველანაირად ცდილობენ ისეთი გუნდი მოვიდეს ფედერაციის ხელმძღვანელობაში, რომლებიც მათ ნაკრების წევრობას და მწვრთნელობას გაუხანგრძლივებთ. მოკლედ, ყველაფერი ძალზე მარტივადაა, როგორც 2X2=4-ს. ხალხნო, სპორტი და სპორტსმენობა რაიმე განსხვავებული ნუ გგონიათ, ჩვეულებრივი სამსახურია. როგორც ჩვეულებრი თანამშრომელს, სპორტსმენსაც სურს რაც შეიძლება დიდხანს იყოს გუნდში. საბედნიეროდ, საქართველოში სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და იმედია თაობათა ცვლის საშიშროება არ იქნება. ისე, ჭრიკიშვილი მეუღლემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. არ უნდა საუბრობდეს ისეთ რამეს, რის შესახებ არც არაფერი იცის და არც არავინ ეკითხება. მართლა დიდი შეურაცხყოფაა თავმოყვარე კაცისთვის!
კოტე
11 მაისი 2018 16:08
5
აუუ, ესენი ვინ ყოფილან. ფედერაცია, მწვრთნელები და მოჭიდავეები ყველა მოსაშორებელია და თავიდან არის ასაწყობი. შე კაი კაცო, თუ 200 ლარი უკან მიგქონდა, ე.ი. ის 700 არ გეკუთვნოდა და წინასწარ იყავით შეთანხმებული, რომ ეს თანხები სხვებზეც გადანაწილდებოდა. თუ აზრზე არ იყავი და "ვიღაც" ქალს უხდიდი, უკაცრავად და არ ვიცი, რა ყოფილხარ. რაც თქვა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და არა მარტო მიმღები, ანუ ის "ვიღაც" ქალი და ფედერაციის მაღალჩინოსანი, არამედ, მწვრთნელიც თანაბრად არიან დამნაშავენი. დამნაშავეა ყველა სხვა პირი, მათ შორის სპორტსმენები, ვინც ასევე ახდენდა თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას, ასევე იცოდნენ, ეს ხდებოდა და არ განაცხადეს. ამას დანაშაულის დაფარვა ქვია. საინტერესოა, წინა 5 წლის მანძილზე ხმას რატომ არ ირებდნენ, როცა მუდმივად წარმატებებს აღწევდნენ და უზარმაზარ პრემიებს-თითო ძიუდოისტი ათეულ ათასობით ლარს იღებდნენ. ახლა ყველამ წააგო, პრემიაც არ ეკუთვნით, ფული შემოაკლდათ და 200 ლარი გაახსენდათ?! თუ ასე მამა სისხლად იყავით გადაკიდებული, აქამდე ხმა რატომ არ ამოიღეთ. მეეჭვება, 5 წლის განმავლობაში როგორ ვერ მოახერხეთ ფედერაციის პრეზიდენტთან, 4 ვიცე-პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან, აღმასრულებელ დირექტორთან, ან 18 კაციან აღმასკომთან შეხვედრა და საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი. რა კაცობასა და ძიუდოს ოჯახზეა საუბარი, ასე ყველაფერს ტელევიზიით აცხადებთ, თანაც თავად არ იცით რას ამბობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძიუდომ(მათ შორის ძველმა და მოქმედმა სპორტსმენებმა) ავტორიტეტი და სახელი დაკარგეს. ამას ვეღარაფერი გამოასწორებს. ახლა ის არის საზრუნავი, საერთაშორისო ფედერაციამ დიდი სანქციები არ დააწესოს. ამათ რომ ვუყურებ(ორივე დაპირისპირებულ მხარეს), სავსებით შესაძლებელია, არაერთი შეჯიბრი (იქნებ ბოლო ევროპის ჩემპიონატიც) ფულზე გაყიდეს. და ბოლოს, ამ ყველაფრის აპოგეა ძიუდოისტების ცოლების ინტერვიუები, მოწოდებები და დამოძღვრებია. ან ვერ ხვდებია, სად ცხოვრობენ, ან მართლა გონიათ, ვინმეს მათი აზრი აინტერესებს!!! შედეგი: სირცხვილი ქართულ ძიუდოს, სირცხვილი უკლებლივ ყველა ძიუდოისტს. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე მხარეს მდგომი არის მტყუანი და დამნაშავე გულშემატკივრის მიმართ. დავინახეთ მთავარი: მხოლოდ ფული აინტერესებთ და ღირსება რა არის, ყურმოკრულიც არ აქვთ.
მამუკა
11 მაისი 2018 14:32
11
ნამდვილად ლოგიკური ანალიზია. ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცევიან, როგორც ლიპარტელიანი და ჭრიკიშვილი(ცოლზე აღარაფერს ვამბობ) და ეს მწვრთნელი. მთელ მსოფლიოში მოქმედ სპორტსმენს ეკრძალება ფედერაციის საქმიანობაში ჩარევა. ამის პრეცედენტის დაშვება აბსურდია. წარმოიდგინეთ, რამდენს აქვს ამბიცია და თავისი მოსაზრება მიაჩნია მართებულად. მოკლედ, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ძიუდოისტებმა. წარმოუდგენელია, ადრე, ან ახლა, წარმატებულ ძიუდოისტებს და ჩემპიონებს რაიმე წინაღობა დახვედროდათ ფედერაციის ხელმძღვანელებთან, ან სამინისტროსთან სხვადასვა თემების განსახილველად. ასე ანგაჟირებულად, ტელეკამერების წინ კეკლუცობის შემდეგ, რა თქმა უნდა ნორმალურ რეჟიმში დიალოგზე ძნელია ისაუბრო. მოკლედ, მაგრად შეგეშალათ.
ლევანი
11 მაისი 2018 16:43
3
ჩემის აზრით, ესეთი ინფორმაციით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. თუ ეს ამბავი მართალია, რამოდენიმე ადამიანი მკაცრად (პატიმრობით) უნდა დაისაჯოს... თუ ცილისწამებაა, მაშინ ცილისმწამებელი უნდა "მოიკვეთოს" ძიუდოდან.
tngh
11 მაისი 2018 13:34
0
700 ლარიდან 200 ლარი მიქონდა ვიღაც ქალთან. საინტერესოა არა? "ვიღაც ქალთან". რა შეიძლება ითქვას ამ პიროვნების განცხადებასთან თუ ბრალდებასთან დაკავშირებით? ალბათ ის, რომ ცალსახად შეგნებულად ცრუობს. წინასწარ მაინც მოემზადეთ როცა სატელევიზიო სივრცეში შედიხარ და რაღაც საკითხებზე მაინც ჩამოყალიბდით. ერთი ტყუილი ისაა რომ 700 ლარის 10% არა 200, არამედ 70 ლარია. მეორეც. როცა ასეთ ბრალდებას აყენებ და ვერ აკონკრეტებ, რამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდა ასეთი რამ ან ვერ ასახელებ (არ ახსოვს ბიჭს)პიროვნების გვარს, ვისთანაც მიგქონდა თანხა, რა უნდა იფიქროს ადამიანმა, გარდა იმისა, რომ ეს არის სიცრუის დაბრალება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ძიუდოისტთა ის ჯგუფი, ვინც ახლა ბობოქრობს, აბსოლიტურ შემთხვევაში ცრუობს ბრალდებების ნაწილში. დასაწყისში მეც ვფიქრობდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა მათ ფედერაციაში, მაგრამ ბოლო ორი დღეა მაგრად გაიშიფრენ ლიპო და მისი ამალა. სირცხვილი და თავის წოჭრაა ეს ძიუდოსათვის და კაი ხანი გაძნელდება ამ ჭრილობის შეხორცება. აქვე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა-რა აჯობებდა, ყოველივე ის, რაზეც მოპროტესტო სპორცმენები მოგვარებულიყო მათივე ოჯახში თუ ის რაც მათ მოიმოქმედეს? რა ტქმა უნდა ყველაფერი შიგნით უნდა მოგვარებულიყო. ახლა კი თავი შეირცხვინეს როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ და რაც ყველაზე ცუდია, თავი მოიჭრეს მსოფლიო ძიუდოს წინაშე.
gogi menabde
11 მაისი 2018 12:18
18
საქმე იცით როგორ არის? ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ძალიან მაინტერესებს, ეს კაცი თუ ამ 200 ლარს ფედერაციაში ტოვებდა, ამდენ ხანს სად იყო? უბედურება იმაშია, რომ ყველა ერთმანეთს უყურებს და სხვის მოქმედებას ელოდება. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის? სამწუხაროდ ასეა ყველა სფეროში.
???
11 მაისი 2018 10:05
3

სიახლეები პოპულარული