დავით ქევხიშვილი: ეს პროცესები ლიპარტელიანისგან არის მართული და მას სპორტსმენები შეცდომაში შეჰყავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარება, პირველ რიგში, ვარლამ ლიპარტელიანისგან არის მართული, - ამის შესახებ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლიპარტელიანს სპორტსმენები შეცდომაში შეჰყავს.

"ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს. პირველ რიგში, ლიპარტელიანისგან არის ეს პროცესი მართული, რადგან შეცდომაში შეჰყავს სპორტსმენები. ნასაუბრები მაქვს სპორტსმენებთან და აცხადებენ, რომ ჩემთან არ აქვთ პრეტენზია, უბრალოდ, გუნდია და არ უნდათ, გუნდს გამოაკლდნენ, როგორც თავად ამბობენ.

მთელი 4 წლის განმავლობაში იყო არაერთი ადეკვატური მოთხოვნა. ძალიან ბევრჯერ იყო
მცდელობა, რომ ეს ვითარება აქამდეც დამდგარიყო, მაგრამ მაქსიმალური კონტროლით ვცდილობდი, ეს არ მომხდარიყო. ამის საფუძველი მათთვის გახდა ევროპის ჩემპიონატის შედეგი.

ვარლამ ლიპარტელიანი არის კაპიტანი, რომელმაც ბიძგი მისცა ასეთ მიმართულებას. მე ამ ჩემი პრინციპული დამოკიდებულებით ვიცავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის ავტორიტეტს. ეს არის უაზრო მოთხოვნები. ძალა სიმართლეშია“, - განაცხადა ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის წინასწარ დაგეგმილი და მართული პროცესი.

"დღეს ეს შეხედულება კიდევ უფრო გამიმყარა ვარლამ ლიპარტელიანის გამოსვლამ ყრილობის შემდეგ. მან დაიწყო იმით, რომ ნაკრებს არ ჰქონდა პირობები სავარჯიშოდ, დღეს კი გააჟღერა სისხლის სამართლებრივი ბრალდებები.

მოულოდნელი იყო ეს ბრალდებები, მით უმეტეს, სპორტსმენისგან და ეს მარაზმია, რადგან სპორტსმენი ფიქრობს თურმე ახალგაზრდულ ნაკრებზე, გოგონების ნაკრებზე, ვინ სად დადის და რა შუაშია ეს თემები სპორტსმენთან?! ასეთ რამეებზე რომ ფიქრობს სპორტსმენი და სხვა სპორტსმენებსაც ამას ეუბნება და გაურკვევლობაში აგდებს, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ევროპის ჩემპიონატზე დამდგარი შედეგის“, - აღნიშნა ქევხიშვილმა.

მანვე "პალიტრანიუსის“ ეთერში კონკრეტულ ბრალდებებზეც ისაუბრა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით

▶ ძიუდოს მწვრთნელი ლევან ციგრიაშვილი: ხელფასის 700 ლარიდან 200 ლარი ფედერაციაში მიმქონდა
▶ ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?
▶ დავით ქევხიშვილი: არ გადავდგები და ლიპარტელიანს მოვუწოდებ, მოიქცეს ისე, როგორც კაპიტანს ეკადრება
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნაწყვეტი ფილმიდან "რაც გინახავს ვეღარ ნახავ":
აბა ააააა! ამათა ყოლიათ აი!
რა?
მწყერები!
მერე რამდენი გვყავს ზემო უბანში რამდენი!
აფრენთ ხოლმე?
ვაფრენთ მაშა!
გააფრინეთ,გააფრინეთ!
კოჯორი
11 მაისი 2018 16:32
1
ყვარყვარე(ქევხიშვილი): "ბიჭო რევოლუციამ მე ტანჯვის მეტი რა მარგუნა? ჯერ იყო და ქვეყანას რომ ეძინა მაშინ ვფხიზლობდი მე! ახლა არის და ისევ ხალხს უნდა ვემსახურო და ვიტანჯო! თქვენ რა გენაღვლებათ, ძიუდოს ველზე რომ დავეცემი თქვენ არ დაგჩებათ ყველაფერი!? (მანამდე არ აგიდგათ გვერდები).
გლახა ბიჭი
11 მაისი 2018 16:25
1
ლიპო ტყუილს არ იტყვის, ეს კი ყველანაირად ცდილობს დროის გაცელვას, რო ფედერაციაში დაალაგოს სიტუაცია, რადგან თუ გადადგა, შეიძლება სისლის სამართლის მუხლითაც გაასამართლონ.
კეთილი სამარიტელი
11 მაისი 2018 15:41
1
არვის მაგის დაჭერა არ უნდა. უბრალოდ წავიდეს და დაგვაცალოს ძიუდოს გულშემატკივრობა!
otia
11 მაისი 2018 16:23
0
ვერ ელევა მაყუთის ღუნვას ბიჭი! კაცი რომ იყოს ამდენს არავის ალაპარაკებდა ცუდი შედეგის გამო თავისით წავიდოდა მარა ეს ცუციკი ფულის მონაა სად წავა მთელი სქემა აქვს შექმნილი ფულის ჭრის!
გადადექი !
11 მაისი 2018 15:09
1
სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს! სასწრაფოთ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ ამ ბიჭებმა დრო არ დაკარგონ და მომზადებულები შეხვდნენ ტურნირებს. ამ ბიჭების დაჩაგვრას არავის ვაპატიებთ! გადაწყვეტილება არ მიიღოთ ვიწრო პარტიული შეხედულებებით, დადექით სიმართლის გვერდით თორემ ბუმერანგი თქვენსკენ შემობრუნდება.
gulshematkivrebi
11 მაისი 2018 13:26
2
700 ლარიდან 200 ლარს რატომ ართმევდით მწვრთნელს
dvalishvili lado
11 მაისი 2018 13:17
2
რა გინდა რომ მთელი ქალაქი გამოვიდეთ გარეთ და ქეჩოთი გამოგიყვანოთ მაქედან?
qevxishvils
11 მაისი 2018 13:13
3
სამ თვესი მსოფლიო ჩემპიონატია. ბიჭებს ტრენერი არ ყავთ. ვერ ემზადებიან შენს გამო. გრამპრის ტურნირები იწყება. და შენ მაინც დარჩენას ფიქრობ? ლურსმნით ხომ არ დაგაჭედეს მაგ სკამზე წადი რა ნერვებზე გვეთამაშები?
sosiko
11 მაისი 2018 13:07
0
როცა წარმატებული უზნაძე გაუშვი რათა ძმაკაცი ცირეკიძე მოგეყვანა, რომელსაც მწვრთვნელობის გამოცდილება საერთოდ არა ქონდა შეეკითხე მოჭიდავეებს? თუ 4 წელია ეს გრძელდება და ვერ მოაგვარე მათთან ურთიერთობა რაღაზე საუბრობ უნდა წახვიდე თუნდაც იმიტომ ისინი ჭიდაობან და არა პრეზიდენტი.
წადი რა
11 მაისი 2018 12:43
1
ცირეკიძე უზნაძეს ჯიბეში ჩაისვამს ყველაფერში-ძიუდოს ცოდნა იქნება, წარმატებები, თუ, უბრალოდ, ადამიანობა :)
Entrez
12 მაისი 2018 01:56
0
გაიტანეთ ეს გრენლანდია აქედან რითი ვერ გაიგო რომ უნდა წავიდეს
oeee
11 მაისი 2018 11:44
1

სიახლეები პოპულარული