ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით დავკმაყოფილდით, ცდება!

AutoSharing Option
ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით, ეს ესე არ არის! ვერცერთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ!

რატომ იყვნენ თავის დროზე კვალიფიცირებული მწვრთნელები გათავისუფლებულები? რამ გამოიწვია ეს უშედეგობა?

ვინ მიიღო თავის დროზე ეს გადაწყვეტილება, რომ მოსულიყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ფაქტობრივად, სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდათ!
ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც გუნდი წლების განმავლობაში უკან მიდის და შედეგი არ არის!

რატომ იყო ბევრ სპორტსმენზე უარი ნათქვამი, შეკრებაზე წასვლა იქნება თუ შეჯიბრზე?
იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ფული უდევს ანგარიშზე!

როდესაც ვამბობთ, რომ მასაჟისტი არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე, კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და არა ისეთს, როგორსაც ვისმენთ!

ვინ დგას ჩვენ უკან ვინ გვმართავს ჩვენ, კონკრეტული სახელი და გვარი ან გვარები? რატომ მოხდა ისე, რომ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 დღე ვიყავით იაპონიაში?

რატომ არ აძლევენ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ჩვენთან ვარჯიშის საშუალებას?

რა მიზეზით არ მიიღეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ზედაზენზე მოგებული საპრიზო თანხები და თუ აიღებდნენ კუთვნილ თანხებს, რატომ უნდა წასულიყვნენ ნაკრებიდან?

ეს და სხვა უამრავი შეკითხვა, რომელიც დავსვით, ვერცერთზე პასუხი ვერ მივიღეთ!

ის, რომ ფინანსურად და ქაღალდებით ფედერაციას თითქოს სწორად აქვს გატარებული ყველაფერი, გასაგებია და ჩვენ არც გვითქვამს, რომ ვინმემ სახლში წაიღო რაიმე თანხა! აქ მხოლოდ იმაზე იყო საუბარი, რადენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა ის თანხები და რამდენად სწორად ხდება ბიუჯეტის თანხების განკარგვა!

როდესაც წლის დასაწყისში მხოლოდ სამი სპორტსმენი მიდის საერთაშორისო შეკრებაზე იმის გამო, რომ თანხები არ არის საკმარისი, ამაზე პასუხი სად არის? ასეთი კიდევ უამრავი შემთხვევაა და პასუხები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის! ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის ბოლომდე!", - წერს ლიპარტელიანი.

▶ ვარლამ ლიპარტელიანი: ბოიკოტს ვაგრძელებთ და შეკითხვებზე პასუხებს ველოდებით
▶ ზურაბ ზვიადაური: მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ უკანონობას თავი აარიდა
მკითხველის კომენტარები / 33 /
წარმატებებს და გამარჯვებას გისურვებთ ,მოწინაღმდეგებთანაც და რათქმაუნდა უსამართლობასთან რამაც თქვენ ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ
maiam
18 მაისი 2018 22:29
0
ფედერაციის ტროლებს!!!! მალე ძიუდო აღარ გექნებათ. და დაჯექით და უყურეთ ცეკვავენ ვარსკვლავებს!!!! მაგის ღირსები ხართ!!! მიმიფურთხებია ეგეთი ქვეყნისთვის სადაც ფელზე თავმოყვარეობიდან დაწყებული ყველაფერი იყიდება!
levani dadeskeliani
18 მაისი 2018 15:32
0
ძალიან ბევრი კითხვებია ამ დაპირისპირებაში, რომლებზე პასუხებიც არ ჩანს. იქნებ თქვენმა რედაქციამ კითხვების ნაწილი მაინც დაუსვას შესაბამის პირებს.
1.რატომ ითმენდა თუნდაც ლიპარტელიანი ამდენი ხანი ესეთ უსამართლობებს თუ მართლა ხდებოდა (ლიპომ განაცხადა რომ მას და ჭრიკიშვილს არ დაუფინანსა ფედერაციამ რომელიღაც განსაკუთრებული დარბაზი. თუ ეს ესე მოხდა, ვფიქრობ ძიუდოს ფედერაცია სწორად მოქცეულა - ნაკრებში ყველა თანასწორი უნდა იყოს!!!). იმედი მაქვს ლიპოს დაპირისპირება ფედერაციასთან პირადი ინტერესებიდან არ მოდის. ეს არ გამორიცხავს იმას რომ რასაც ლიპო ამბობს სრული სიმართლე იყოს;
2. თუ არ ვცდები 100 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონატი არ აქვს ლიპოს მოგებული და კითხვა მაქვს, რატომ ითვლება წონის ლიდერად და ნაკრების N 1 წევრად ამწონაში? თვითონ ლიპოს მინდა ვკითხო: საჭიროა თუ არა საქართველოს ჩემპიონატის მოგება იმისთვის რომ წონის ლიდერი გახდე?
3. ფედერაციას ეხება - რას ნიშნავს სიტყვიერი შეთანხმება რომ მწვრთნელებმა ხელფასის ნაწილი სხვის სასარგებლოდ დათმონ??? ჩვეულებრივი "რეკეტია". ფედერაციას სჭირდება და არის ამის აუცილებლობა რომ მაქსიმალურად ყველაფერი იყოს დარეგულირებული კანონით/წესდებით/შინაგანაწესით მოკლედ წერილობით დამტკიცებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები;
4. ვინმემ თუ შეისწავლა ფედერაციის ხელმძღვანელობის მივლინებების მიზნობრიობა? რისთვის ესწრება ქევხიშვილი ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან შეჯიბრს - რა შედეგებია მისი ამ ძალიან ხანგრძლივი მივლინებებიდან? საინტერესოა ინფორმაცია გამოაქვეყნოს ფედერაცია ხარჯთაღრიცხვაზე და შედეგებზე ანუ ვის შეხვდა რისთვის და რა შედეგი მოიტანა ამ შეხვედრამ. მოსახლეობისგან ფინანსდება ბოლოსდაბოლოს ყველაფერი და რატომ მალავს ფედერაცია ამ ხარჯებს. უბრალოდ ყველაფერი გაასაჯაროოს.
5. სრულიად ბუნდოვანია თუ რა პრინციპების მიხედვით ირჩევენ ნაკრების მწვრთნელებს. ვისაც ვუყურებ მგონია რომ სამწვრთნელო ინტელექტის სერიოზულ ნაკლებობას განიცდიან. შესაძლოა კარგი სპორტსმენები იყვნენ ოდესღაც მაგრამ არ ნიშნავს რომ კარგი მწვრთნელები არიან.
გიორგი
18 მაისი 2018 12:36
6
არაა საკმარისი არანაირი საერთაშორისო რეიტინგი. ის რომ სპორტსმენი არ ჭიდაობს საქართველოს ჩემპიონატს და რჩება მაინც ნაკრების შემადგენლობაში პირდაპირი ნეპოტიზმი და კორუფციაა. ნებისმიერმა სპორტსმენმა უნდა დაამტკიცოს რომ არის საუკეთესო პირველ რიგში ქართველ ძიუდოისტებს შორის და ამით მოიპოვოს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის სტატუსი
გიორგი
22 მაისი 2018 13:09
1
ლიპარტელიანი ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგის ლიდერია და არ არის საკმარისი?
Irakli Apkhaidze
18 მაისი 2018 16:45
2
ყველა სპორტსმენს მინდა ვთხოვო, რომ თუ რაიმე უსამართლობაა მათი აზრით ფედერაციაში ან ნაკრებში რაც შეიძლება მალე და პირდაპირ გაახმოვანონ. არ არის სასურველი და სასარგებლო ქვეყნის იმიჯისთვის რაც ახლა ხდება ძიუდოში. სხვა სახეობები არ უნდა მივიდნენ ამ დონემდე. ვგულისხმობ იმას, რომ "ნაკრები და ფედერაცია ჩვენი ოჯახია" და ამ არგუმენტით წლების შემდეგ თავის მართლება რომ დანაშაულებს მალავდი არასწორია. უკაცრავად და ამ "ოჯახს" ჩვენ უფრო დიიიდი ოჯახი საზოგადოება გიფინანსებთ
გიორგი
18 მაისი 2018 12:32
4
ქევხიშვილი შენს წინააღმდეგ არის ეროვნული ნაკრები. ახალგაზრდული ნაკრები. ქალთა ნაკრები. რავქნათ ეხლა შენს სკამს გადავაყოლოთ ძიუდო? ნუ გაიწყვიტავ შუბლძე ბოლომდე ძარღვს და გადადექი. ეს არის მთელი საქართველოს აზრი. რომც გააგრძელონ ვარჯიში და დათმობაზე წავიდნენ. გულ გატეხილი სპორცმენი წარმატებას ვერ მიაღწევს.
zaza
18 მაისი 2018 11:14
0
guga-ს და მისი მიმდევრების საყურადღებოდ, ვინც ქევხიშვილს უწიგნურს და არშემდგარ ზიუდოისტს უწოდებს.
"გიორგი ქევხიშვილი - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი, 2004-2008 წლებში იყო ნაკრების კაპიტანი. არის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და პრიზიორი, ღირსების ორდენის კავალერი. ერთადერთი ტიტული, რომელსაც არ ფლობს პრეზიდენტი, ეს ოლიმპიური მედალია. თუ ფიქობთ რომ ფედერაციის ტროლი ვარ გეტყვით, რომ მისამართიც კი არ ვიცი ამ ორგანიზაციის. გჯერავთ? არა!!! აი დარდი!!!
ნიკო
18 მაისი 2018 10:53
5
ოე ნიკოოო, დაჟე ფაქტებსაც გვატენი ტო?.. სად ნახე ქევხიშილის მსოფლიოს ჩემპიონობა?... არავის არ უთქვამს რო უწიგნურია, მარა ახლა ვიტყვი რო უგნურია... ან მართლა ზემოდან მართული. არ გადაგვაყოლეს მის 3 თანამდებობას ტო?
guga
18 მაისი 2018 16:42
0
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ნამგალაურიც იყო. და რა მაგის გულისთვის მიგვეცა უფლება ბავშვების გაუპატიურების და დახერხვის? აქა საქმე ჩიხშია შესული, ან ეროვნული ნაკრები ახალგაზრდული ნაკრები და ქალთა ნაკრები, ან ქევხიშვილლის წითელი დიპლომო. მე პირადათ ძიუდოს ვირჩევ! შენ თუ წითელ დიპლომიან ქევხიშვილს ირჩევ ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. რაც შეეხება ლიპოს ის როგორც გუნდის კაპიტანი აკეთებს კომენტარებს, ხოლო მის მოსაზრებას ყველა მოქმედი ძიუდოისტი იზიარებს.
zaza
18 მაისი 2018 11:32
0
lelo, რა მტკიცებულებები გაგაჩნია იმის დასამტკიცებლად რომ მინისტრი ან პრეზიდენტი კორუმპირებულები არიან? მასალა გაქვს ამის შესახებ? დადე რა!!!!! სხვა შემთხვევაში, მეც შემიძლია შენზე ვთქვა რომ ლგბტ თემის წარმომადგენელი ხარ, მაგრამ როგორ დავამტკიცო თუ........
gaga
18 მაისი 2018 10:38
5
არ მეგულება ისეთი ადამიანი რომელიც ქევხიშვილს ძიუდოზე წინ დააყენებს!! და ქვეყნის წარმატებაზე წინ ქევხიშვილს დააყენებენ!! გარდა ფედერაციაში მომუშავე ტროლებისა!! ჩვენ ძიუდოისტებს კი მადლობა ქვეყნის სიყვარულისა და ჩვენი ბევრჯერ გახარებისთვის!! წარმატებები!
gurami
17 მაისი 2018 23:40
2
ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს. როგორც კორუმპირებული კორუმპირებულის. ამიტომაც ჯერ მინისტრი უნდა წავიდეს და მერე ქევხიშვილი მიყვეს. არ მინდა რომ ოცნება გიორგაძემ და ქევხიშვილმა გადაიყოლონ!
lelo
17 მაისი 2018 23:07
2
რაც შენ მაყუთს ღუნავ, ამ ქვეყანას პატრონი რომ ყავდეს პირველ რიგში შენ დაგადებენ ბორკილებს.
status quo-s
17 მაისი 2018 17:04
18
სტატუსქვო ვინაა?
guga
17 მაისი 2018 17:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული