როგორც ხაბელოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია გარკვეულ დასკვნებს დადებს, თუმცა არსებულ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ გასცემს.
მისივე თქმით, აუცილებელია, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა შეძლოს სპორტსმენებთან შეხვედრა და ეს პრობლემები სწორედ ძიუდოს ოჯახში უნდა მოგვარდეს.
"რაც შეეხება კომისიას, მინდა გითხრათ, რომ ჩიხში ვართ შესულნი. ვფიქრობდით, რომ საკითხები მოგვარდა. ვიცოდით, რომ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დალაპარაკებოდა იმ სპორტსმენებს, ვინც დღეს გამოთქვამენ უკმაყოფილებას.
დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ კომუნიკაცია უნდა შედგეს
ცალკე კომისია იმუშავებს და დასკვნებს დადებს, თუმცა ამომწურავ პასუხებს ვერ გავცემთ. კომისიის ორ სხდომას ვესწრებოდი და უმჯობესია, თავად ფედერაციამ და ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს საკითხი.
სიტუაცია არის საგანგაშო. ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა შეძლოს სპორტსმენებთან კომუნიკაცია. თუ ამას ვერ შეძლებს, კომისია შეკითხვებს პასუხს ვერ გასცემს", - განაცხადა ხაბელოვმა.
შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.
სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს. ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.
▶ დავით ქევხიშვილი: ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით