ლერი ხაბელოვი: ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ძიუდოისტებთან კომუნიკაცია

AutoSharing Option
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მუშაობა ჩიხშია შესული.

როგორც ხაბელოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია გარკვეულ დასკვნებს დადებს, თუმცა არსებულ კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვერ გასცემს.

მისივე თქმით, აუცილებელია, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა შეძლოს სპორტსმენებთან შეხვედრა და ეს პრობლემები სწორედ ძიუდოს ოჯახში უნდა მოგვარდეს.

"რაც შეეხება კომისიას, მინდა გითხრათ, რომ ჩიხში ვართ შესულნი. ვფიქრობდით, რომ საკითხები მოგვარდა. ვიცოდით, რომ ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დალაპარაკებოდა იმ სპორტსმენებს, ვინც დღეს გამოთქვამენ უკმაყოფილებას.

დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ კომუნიკაცია უნდა შედგეს
დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

ცალკე კომისია იმუშავებს და დასკვნებს დადებს, თუმცა ამომწურავ პასუხებს ვერ გავცემთ. კომისიის ორ სხდომას ვესწრებოდი და უმჯობესია, თავად ფედერაციამ და ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს საკითხი.

სიტუაცია არის საგანგაშო. ფედერაციის პრეზიდენტმა უნდა შეძლოს სპორტსმენებთან კომუნიკაცია. თუ ამას ვერ შეძლებს, კომისია შეკითხვებს პასუხს ვერ გასცემს", - განაცხადა ხაბელოვმა.

შეგახსენებთ, ძიუდოისტების ნაწილი რამდენიმე დღეა აქციებს მართავს. ისინი მოითხოვენ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

სპორტსმენთა განცხადებით, ქევხიშვილი ვერ უმკლავდება ფედერაციაში არსებულ პრობლემებს. ასევე, კითხვის ნიშნებს იწვევს ის საკადრო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ფედერაციის პრეზიდენტმა განახორციელა.

▶ დავით ქევხიშვილი: ამ პროცესში ძალიან ბევრს აწყობს, რომ იყოს დაძაბულობა და ესკალაცია

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა კომუნიკაცია? მექრთამეობას ედავებიან, კონკრეტული ფაქტებით და თანხებით--ეს კი სერიოზული სტატიაა! ვერ ხვდებით რომ წასასვლელია?!
ფერნანდო
17:02 23-05-2018
2
რათ უნდ ამას კომისიები და პლენუმის სხდომების ჩატარება. როცა ხედავ რომ სპორტის სახეობა ნადგურდება. შენ წინააღმდეგ არის ეროვნული ნაკრები ქალთა ნაკრები ახალგზრდული ნაკრები. ნება იბოძე და ნუ გადააყოლებ შენ კარიერას ამ ყველაფერს. სასწრაფოთ დააბრუნეთ ძიუდოისტები ტატამზე და იცოდეთ რომ მათი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაც არის!
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული