საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ძიუდოისტებს დიალოგისკენ მოუწოდა და კონკრეტული შეთავაზებები გაუკეთა.

გთავაზობთ დავით ქევხიშვილის განცხადებას უცვლელად:

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან-მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ მიმართული.

ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრო მეტ ესკალაციას.

რა თქმა უნდა, რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი.

ამასობაში კი გადის დრო, დრო, რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარს მომდგარი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში.

სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი, გარკვეულ სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის, მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებას:

წარმოადგინეთ ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომელსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი, გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით.

წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენ მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ-ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ.

ამით თქვენ გექნებათ საშუალება, თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენციის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი, მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სწორედ თქვენ მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა, თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს პროცესების დარეგულირების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელისშეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველ რიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ.

პატივისცემით,

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის

პრეზიდენტი

დავით ქევხიშვილი

24.05. 2018"

▶ ვარლამ ლიპარტელიანმა ის ძიუდოისტები დაასახელა, რომლებიც დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ

▶ "ძიუდოისტებს ვთავაზობ ყველა პრობლემის მოგვარებას, თუმცა ისინი ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ"

lelo
ჩინეთის გრამპრი იწყება შაბათს თუ ამ ბიჭებზე ხარ გაბუტული გოგოები მაინც დაგეფინანსებინა სალიცენზიო ტურნირია! თუ გოგოებსაც გაებუტე?
kaxa
პრინციპული პოზიცია კი არა --ფულის სიყვარული....წადი რა წადიი
ბერო
დავითო! იმ ანდაზისა არ იყოს:"თაგვმა თხარა,თხარა და კატა გამოთხარაო",აქ შენ, ფინანსებთან გაქვს საქმე და რომ არ გამოგიქექონ რაღაცეები,ჭკუა იხმარე(თუ გაქვს)და გადადექი!!!
ლევანი
ასეთი ტიპები ამახინჯებენ ყველაფერს, ჭაობად და სიბინძურედ აქცევენ ყველაფერს, რასაც კი მოაჯდებიან....
მერაბი გ.
"თუ" არ გინდა, დატოვე! თუ იჩაგრები, პირდაპირ ეთერში დაჯექი მათთან და შევხედავთ. მეცოცხე ჩოჩელის თანადგომა არ გეყოფა!
status quo
ქევხო,ფილი რომ გაქვსშეჭმული,იმას რა ეშველება? ჩაატარე ფინანსური აუდიტი...
zviadi
როდის უნდა ისწავლოს ადამიანმა, რომ უნდა წახვიდე?
guru
მეტი რაგა გააკეტოს ადამიანმა ყველანაირ კომპრომისზე მიდის
კეთილი სამარიტელი
რატომ ითხოვს პრივატულ საუბარს და არა საჯაროს, ჟურნალისტების თანდასწრებით? ესეიგი გასვრილია და იმ სიბინძურის გამომზეურებას ერიდება.
ass
რამ გაგამწარა ნაკრების ყველა წევრი შენი წინააღმდეგია და რა ვერ წახვედი რეებს იგონებ
nino
უნდა დატოვოს ნაკრები..ხვტის წყალიბიტ ბევრია პროფესიონალი ექიმები საქარტველოსი
თამაზი
დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
გიორგი
არაა ცუდი წინადადებები. სასურველია სპორტსმენები დათანხმდნენ და სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლაც სამართლიანი და კანონიერი გზით გაარგძელონ.
mamulo
წადი კაცო,წადი! რას ებღაუჭები სკამს.ძიუდოისტბს არ უნდიხართ და აბა ვისი ან რისი პრეზიდენტი ხარ? სკამზე და ფულზე დახარბრბული რომ ხარ,იქედანაც ჩანს,რომ 2 თანამდებობას ითავსებ.რა საკრებულოს თავმჯდომარეობას სხვა ვერ გაწევს? თუ შენც კობიაშვილივით შეუცვლელი ხარ-(ისიც შენსავით 2 სკამზე ზის.)რა უბედურებაა 2 თანამდებობაზე ერთად ყოფნა 21-ე საუკუნეში????
eqimi
მაინტერესებს რატომ არ იხებს ხმას ნაკრების ექიმი როცა მასაჯისტი არ ყავს? მაგრამ ოხონდ ხელფასი აიხონ და არც აყენებენ ამ საკიტხს,,?
jorj
დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. აქამდე არ უნდა მისულიყო საქმე. მანამდე უნდა დაგეტოვებინა თანამდებობა სანამ ესკალაციამდე მივიდოდა საქმე. შეუცვლელი კიდევ არავინ არ არის.
1
დანიშნე დროულად ნაკრების მწვრთნელი. ვისაც სპორტსმენობა უნდა, ივარჯიებს. ვისაც არ უნდა - არც დაძალებას აქვს აზრი.
qomagi
მეეზოვის კანდიდატიც წარმოადგინონ? ნაკრები გედავება იმაში რომ საერთაშორისო შეკრებებზე არ უშვებ და სხვა...
ირაკლი
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და.მათზე პასუხისმგენლონა თუ თანაშემწეებმა აიღეს ქევხიშვილი რისი პრეზიდენტი იქნება აბა?! ოღონდ არ გადამაყენოთ და ყველაფერი თქვენი იყოსო
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ფინალში რუსი დაამარცხა - ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა!
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
Fútbol Fantasy: მიქაუტაძის 168 წუთი და 0 დარტყმა
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
BBC: მუდრიკმა აკრძალული ნივთიერება უკრაინის ნაკრებში ყოფნისას მიიღო
"ევრობასკეტამდე ცოტათი შეშინებული ვიყავი, ახლა ყველაფერი კარგადაა" - შენგელიამ ესპანურ მედიასთან ისაუბრა
"რეალის" დამარცხება შეგვეძლო" - "მარსელის" მთავარი მწვრთნელი
მოურინიო სამშობლოში დაბრუნდება? - "ყარაბაღთან" მარცხის შემდეგ "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
ფეხბურთელები უკრაინიდან გარბიან - გუშინ ერთი დააკავეს
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს
აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია