როგორც პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, აღმასკომის წევრები ჰოლანდიელი სპეციალისტის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი.
"საკმაოდ ვრცლად წარმოადგინა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პროგრამა და აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა. მე მათგან მაქვს ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს 2-3 დღეში დავნიშნო მთავარი მწვრთნელი და ის გუნდი, რომელიც მასთან ერთად იმუშავებს", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
მისივე თქმით, უცხოელი სპეციალისტის მოყვანა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ თეორიული
"მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სამწუხაროდ, როგორც ბევრ სფეროში, სამწვრთნელო ნაწილშიც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი კარგი და მცოდნე მწვრთნელების. ვგულისხმობ თეორიულ ცოდნას. ელემენტარულად, ფიზიკური უნივერსიტეტი არ არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში. პრაქტიკულ ნაწილში უცხოელი მწვრთნელების დამხმარეები იქნებიან ქართველი მწვრთნელები იმიტომ, რომ პრაქტიკულ ნაწილში კარგი მწვრთნელები გვყავს. ეს კომბინაცია გაცილებით მეტ შედეგს მოიტანს", - განაცხადა ქევხიშვილმა.
მისივე თქმით, ვაიდენბოში ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა 2012 წელს და მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც მენეჯმენტის, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით.
"ჩემი სიმპათია არსებობს მის მიმართ", - აღნიშნა ქევხიშვილმა.
▶ ჰოლანდიელი სპეციალისტი აღმასკომს თავის ხედვას აცნობს, ხაბარელმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით