დავით ქევხიშვილი: ჰოლანდიელმა მწვრთნელმა აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა

AutoSharing Option
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატს, ჰოლანდიელ ლუის ვაიდენბოშს მოუსმინეს.

როგორც პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა, აღმასკომის წევრები ჰოლანდიელი სპეციალისტის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი.

"საკმაოდ ვრცლად წარმოადგინა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა პროგრამა და აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა. მე მათგან მაქვს ნებართვა იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს 2-3 დღეში დავნიშნო მთავარი მწვრთნელი და ის გუნდი, რომელიც მასთან ერთად იმუშავებს", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, უცხოელი სპეციალისტის მოყვანა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, ძირითადი მიზეზი კი ის არის, რომ თეორიული
მიმართულებით საქართველოში მაღალი დონის მწვრთნელები არ არიან.

"მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ სამწუხაროდ, როგორც ბევრ სფეროში, სამწვრთნელო ნაწილშიც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დეფიციტი კარგი და მცოდნე მწვრთნელების. ვგულისხმობ თეორიულ ცოდნას. ელემენტარულად, ფიზიკური უნივერსიტეტი არ არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში. პრაქტიკულ ნაწილში უცხოელი მწვრთნელების დამხმარეები იქნებიან ქართველი მწვრთნელები იმიტომ, რომ პრაქტიკულ ნაწილში კარგი მწვრთნელები გვყავს. ეს კომბინაცია გაცილებით მეტ შედეგს მოიტანს", - განაცხადა ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, ვაიდენბოში ბელგიის ნაკრებს წვრთნიდა 2012 წელს და მას დიდი გამოცდილება აქვს როგორც მენეჯმენტის, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით.

"ჩემი სიმპათია არსებობს მის მიმართ", - აღნიშნა ქევხიშვილმა.

▶ ჰოლანდიელი სპეციალისტი აღმასკომს თავის ხედვას აცნობს, ხაბარელმა კი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიტანეთ გრენლანდია
buje
28 მაისი 2018 16:01
0
საქართველოში კვლავაც გასაიდუმლოებული ხდება მწვრთვნელები ხელფასები უცხოელი იქნება თუ ქართველი. მაგარი შეშინებული საზოგადოება ვართ და ვერავინ ვერ ითხოვს ინფორმაციის გასაჯაროებას. რამდენს სთავაზობენ ამ ჰოლანდიელ მწვრთნელს ხელფასს რატომ არავინ წერს???

გიორგი
28 მაისი 2018 15:21
3
ვინც ეს კითხვა უარყოფითად შეაფასეთ მაინტერესებს რა ნაწილში არ მეთანხმებით.
გიორგი
29 მაისი 2018 12:44
0
ამ კაცზე(?) როგორ არის(იყო) ძიუდოს განვითარება დამოკიდებული?!
ქართულ ოცნებას
28 მაისი 2018 15:13
1
ამაზრზენია ეს მარტივად წასაკითხი სირაქლემობა
Irakli apkhaidze
28 მაისი 2018 14:58
1
წავიდა ნაცების პარადი....კაი ხანია მაგათ დაკრულზე ცეკვავ დავით დ ა ,უ .ო
argo
28 მაისი 2018 14:55
1
ნაცები რა შუაშია
Irakli apkhaidze
28 მაისი 2018 15:17
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული