მან პრობლემების 10%-იც არ იცის - ავთანდილ ჭრიკიშვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

AutoSharing Option
AUTO PLAY
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი გუშინ სტუმრად Palitra News-ში იმყოფებოდა, სადაც მან სპორტსმენთა პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჭრიკიშვილის სურვილია, პოლიტიკაში დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ ძიუდოისტს მაინც შეხვდეს და მათი პრობლემები მოისმინოს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და კარგი იქნება, თუ მოგვისმენს. მე დარწმუნებული ვარ, მან 10%-იც არ იცის არსებული პრობლემების და მხოლოდ ერთი მხარისგან აქვს ინფორმაცია.

ჩემი თხოვა იქნება, რომ ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც შეხვდეს და ჩვენი აზრი მოისმინოს, რადგან ჩვენ მართლები ვართ და დღეს ჩვენ ვიჩაგრებით", - განაცხადა ჭრიკიშვილმა.

▶ დავით ქევხიშვილი:
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა აღმასკომის წევრების დადებითი განწყობა დაიმსახურა

▶ ვისთვის ინიშნება ახალი მთავარი მწვრთნელი? - დავით ქევხიშვილის პასუხი
მკითხველის კომენტარები / 15 /
qomagi-ო. სრულიად ჭეშმარიტებას ბრძანებთ. რა ბიძინა, რის ბიძინა!! ბიძინასთან მისვლას ჯობია, მეამბოხე "სპორცმენები"დიმიტრი ყიფიანთან მივიდნენ და ის უზრუნველყოფს მათ ბიძინასთან შეხვედრას. კარგით რა!! უკვე ზედმეტებში გადადიხართ ყველა ერთად. თქვენი საქმე ისე გაიწელა, მალე აღარავის დააინტერესებს. ცუდი ისაა რომ ძიუდო დამარხეთ სანახევროდ და ამაში ყველა ერთად იქნებით დამნაშავე.
Jotia
29 მაისი 2018 17:36
6
ბარემ პირდაპირ თქვან, ბიძინამ ფული მოგვცესო!!! რას მიედ-მოედებიან... ან რატომ უნდა ჩაერიოს ბიძინა ამათ არეულ საქმეში??? ძიუდოსთან რა კავშირი აქვს...
tngh
29 მაისი 2018 17:02
13
ესენი მგონი პოლიტიკური პარტიის გაკრტებას აპირებე, პატივი გვეციტ ქომაგებს ორივე მხარემ და მალე მოაგვარეტ ეგ მოსაგვარებელი
liverpuli barselonas supermarketi.
29 მაისი 2018 16:38
2
გამოძებნეთ ურთიერთ მისაღები კომპრომისი და განაგრძეთ ვარჯიში. ვინც თქვენ გაქეზებთ, საქართველოს მტერია!!!
tngh
29 მაისი 2018 17:18
2
სირცხვილია ამ "მეამბოხე" ძიუდოისტების ყველა ქმედება და განცხადება. რას აკეთებთ, ერთი გრამი სამშობლოს პატივისცემა როგორ არ შემოგრჩათ. ხომ არ შეიძლება ყველაფერი კუჭზე დაიყვანოთ!თუ მართლა რაიმე ძლიერი არგუმენტი გაქვთ და რეალურ დანაშაულს აქვს ადგილი, თქვით, თუ არა, წადით სახლებში და ტელევიზორში უყურეთ თქვენს შემცვლელებს. რას ქვია, ივანიშვილმა პრობლემების 10% იცის თუ 99%. ან საერთოდ, რატომ უნდა იცოდეს თუნდაც 1%. მას მისი საქმე აქვს. თქვენ თქვენსას მიხედეთ. რამდენი ვინმეს პრობლემა შეექმნება, ივანიშვილმა მიხედოს?! თქვენ ვინ ყოფილხართ. რა გინდათ, ვის დაკარგვიხართ. თავიდან მართლა დამნაშავე მეგონა ის ქევხიშვილი. ახლა ვრწმუნდები, რომ თქვენნაირებთან 100%-იანია. მე პირადად სურვილი მაქვს, ახალი სახეები ვიხილო ნაკრებში, რადგან თვენ წინ წაწევის შანსი აღარ გაქვთ და თანდათან უფრო გააუარესებთ შედეგებს. მოკლედ, ჩაიჩოჩეთ და გზა სხვებს დაუთმეთ, ვისაც მეტი ჟინი და სურვილი აქვს. თქვენ იმდენი გაქვთ ნაშოვნი, კარგა ხანს გეყოფათ. საერთოდ არ ვიცი ვინ არის ქევხიშვილი, მაგრამ თქვენზე უარესი რაღა უნდა იყოს!
ნუგზარი
29 მაისი 2018 16:09
9
100%
patrioti
29 მაისი 2018 16:44
1
ავთო, იცით რას გეტყვით შენ და ლიპოს?! ჩვენ, უბრალო ქომაგებს, რაც ადრე თქვენი სიყვარული გვქონდა, ახლა საერთოდ გაგვიქრეთ მაგ თქვენი უთავბოლო ამბოხით! ნუთუ არ შეგეძლოთ, ჩვენი და ქვეყნის სიყვარულით დროებით გეთქვათ უარი საკუთარ სიჯიუტეზე, ჯერ გეჭიდავათ მსოფლიო, დაგემტკიცებინათ თქვენი ძალა და მერე შეგეტიათ ისევ ქევხიშვილისთვის! ანდაც ბიძინას რომ უხმობთ, ყველაფერი ბიძინას მოსაგვარებელია? მასე მეც მჩაგრავენ ჩემს სამსახურში, მაგრამ ვცდილობ რომ საქმით დავუმტკიცო საპირისპირო. ამის ნაცვლად წავიდე და ბიძინას მივადგე?! ეს რა ლოგიკაა? თუ პრინციპია ასეთი - "უზენაესთან" წავიდეთ, რადგან მისი სიტყვა კანონია?!
qomagi
29 მაისი 2018 15:26
4
ეხლა უკვე გასაგებია რატომაც არავინ არის ფედერაციაში როცა სპორტსმენები მიდიან იქ. ყველას ამ საიტზე მოუყრია თავი და კომენტარების წერით ცდილობენ ქევხიშვილის გაპრავებას ეს მუქთახორები
!!!!!!!!!!!!!!
29 მაისი 2018 14:48
14
აი ბატონი ბიძინებით თუ დაიწყეს ლაპარაკი და დამკარგვია ამათზე წარმოდგენა რაა((( რა ბატონი ბიძინი თუ გიშველით გურანდა გაბუნიები ხართ მოტრიალდა ღმერთი და გადმოაგდო ბიძინა იბაზრეთ ბარემ რო მოხსნით იმას((((
fuu
29 მაისი 2018 13:48
10
მოკლედ უნდა გადადგენ და აახვიონ თავისი მწვრთნელებიანად.სამი კაცი დზლივს დარცჰა ვინც ჭიდაობს და იმათაც იშორებენ.ქევხიშვილი კიდევ რაცმახსოვს 30-ე ადგილს ვერ აცდა რეიტინგში.თვითონ უნდა გამოეტანა მაქედან დასკვნა და იქნებ მწვრთნელად ევარგა.რა ჯანდაბობებს აკეთებენ.იყნოსეს პატარა პროგრესი და ძიუდოც უნდათ ეხლა დამარხონ.
fsafsdfffsf
29 მაისი 2018 13:36
4
მეეჭვება რომელიმე ქვეყანაში წონის ლიდერი და მით უმეტეს ნაკრების კაპიტანი ყოფილიყო სპორტსმენი, რომელსაც საკუთარ წონაში საქართველოს ჩემპიონობა არ აქვს მოგებული. მას შანსი ჰქონდა გასული წლის დეკემბერში საქართველო და შემდეგ თბილისის გრანპრი მაინც ეჭიდავა. ის ინფორმაცია, რომ ტრამვაა და ასე შემდეგ უკვე აღარი იყო დამაჯერებელი. მითუმეტეს მიურებელია არგუმენტი- ევროპირთვის ემზადებოდა და ასე შემდეგ. ლიპოს საქციელში სამწუხაროდ ისიც შეიძლება დაინახოს ზოგმა, რომ თავს ვერ ართმევს 100 კილოგრამში ჭიდაობას, ან თუნდაც გარკვეული პრივილეგიები შემოაკლდა და ახლა გადაწყვიდტა გააპროტესტოს ის რაც ბოლო 5 წელია ხდება. აქამდე უნდა ამოგეღო ხმა კაპიტანო. როგორც სპორტსმენს წარმატება მინდა ლიპოს ვუსურვო და იმედია კიდევ გაგვახარებს. აი როგორც აქციების ორგანიზატორს კი, აჯობებდა ტატამს დაბრუნებოდა.
მარტო ქევხიშვილის პოლიტიკა კი არააა დამღუპველი, არამედ ის უსამართლობებიც რაც ზოგადად ნაკრებში და ფედერაციაში ხდება.
აქვე ვწერ რომ არ ვარ ქევხიშვილის მხარდამჭერი. ვთვლი რომ მან უნდა გაასაჯაროოს მისი ძიუდოს პრეზიდენტობის პერიოდის სრული ფინანსური დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც არ არის საიდუმლო.
გიორგი
29 მაისი 2018 13:06
17
იქნებ იმ ადამიანებმა ვინც უარყოფითად შეაფასეთ ჩემი მოსაზრება დამისახელეთ ეგეთი ქვეყანა და ნაკრები სადაც წონის ლიდერი და ნაკრების კაპიტანი არ არის იმ ქვეყნის ჩემპიონი. უბრალოდ მაგალითს ვითხოვ რომ დაასახელოთ
გიორგი
29 მაისი 2018 16:54
3
თუ საუბრობენ სამართლიანობაზე სრული სიმართლე უნდა ითქვას. ლიპო იმას ითხოვდა რომელიღაც დარბაზში მე და ავთოს საშვი აღარ დაგვიფინანსა ძიუდოს ფედერაციამო. ანუ პის პრივილეგიები შეილახა? რატომ არ გააპროტესტა ლიპომ, ნაკრების კაპიტანმა, როცა ტატალაშვილი წაიყვანეს ევროპაზე და კირაკოზაშვილი დატოვეს. დიდი ნაწილი ხომ თანხმდება იმაზე რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო და კირაკოზაშვილი ამით დაიჩაგრა. მე ამ გადაწყვეტილებაში ნეპოტიზმსა და კორუფციას ვხედავ. არ ვარ არც ერთის ახლობელი. და ტატალაშვილის ჭიდაობის მანერა ძალიან მომწონს.
გიორგი
29 მაისი 2018 12:59
16

სიახლეები პოპულარული