აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს,
კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ.

რა თქმა უნდა, აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ
ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არგახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამხნისგანმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას", - წერს ქევხიშვილი.

alt"ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა" - დაკავებულია 4 პირი

altზურაბ ზვიადაური ძიუდოისტის დაჭრის ამბავზე: ეს უკვე მე­ო­რე ფაქ­ტია, როცა სპორ­ტსმე­ნებ­ზე მოხ­და ზე­წო­ლა

alt"ჩვენ, საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები ვტოვებთ შეკრებას და ვუერთდებით ჩვენს ძმებს!"

მკითხველის კომენტარები / 21 /
ბოლოსკენ მაინც "დაგაზა" !
კაკაური
03 ივნისი 2018 15:59
0
დრო გამოაჩენს რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება...მე პირადად ეჭვი მეპარება
ნოდიკო
03 ივნისი 2018 09:37
2
ეხლა სკამზე წავა ჭიდაობა :DDDDDDDDDDD
SS
02 ივნისი 2018 20:28
0
კარგია რომ წახვედი, მაგრამ დაგაგვიანდა და ცუდად წახვედი.
ფერნანდო
02 ივნისი 2018 19:22
1
ძიუდოს სირცხვილი!
irakli
02 ივნისი 2018 19:11
2
რაღაც არ მგონია ეს ამის მოფიქრებული ტექსტი, ზედმეტად გამართულია..
Goga
02 ივნისი 2018 18:40
2
ღირსეულად წასვლა თუ გინდოდა, აქამდე უნდა გადამდგარიყავი და არა მას შემდეგ, რაც იძულებული გახდი!
Mm
02 ივნისი 2018 16:51
0
რა გეჩქარებოდა?!
გია-11
02 ივნისი 2018 15:14
1
ქევხიშვილი საპატიმროში!
02 ივნისი 2018 14:51
5
სანამ სროლები არ ატეხეთ შუა ქალაქში შენ და შენმა ბანდამ და საქმეს გალიის სუნი არ აუვიდა არ ინებე გადადგომა. შეგეშინდა დაჭერის შე კუ..რდღელო?
grisha
02 ივნისი 2018 14:28
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული