ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე თამუნა გვენეტაზე, სოციალურ ქსელში დავით ქევხიშვილის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას ეხმაურება.

არა, მეგობრებო! ქევხიშვილი კი არ გადადგა, ქევხიშვილი სიმართლემ, ნაკრების ერთობამ, იმ ახალგაზრდა და იმ ქალმა ძიუდოისტებმა, მათმა თავგანწირვამ, თქვენ, ჩვენ და ყველა იმ ადამიანმა ჩამოაშორა მმართველობას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში იზიარებდა ამ ბიჭების ტკივილსა და თავდადებას.

სწორედ ქართველმა გულშემატკივარმა მისცა ამ ბიჭებს იმის ძალა, რომ პროვოკაციების, ტყვიების, ჩაგვრის, ტალახის სროლისა და სხვა ბინძური წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის პოზიციებზე მყარად მდგარიყვნენ და არ დაეშვათ, უსამართლობას ეზეიმა.

ჩვენ ყველას გვახსოვს ქევხიშვილის მხარდამჭერი ის თითოეული ადამიანი, ვინც დაგვცინოდა, სახალხოდ ლაფს გვასხამდა, მასხრად გვიგდებდა, მოღალატეებსა და ფულზე გაყიდულებს გვიწოდებდა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს, მაგრამ დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს.

ტალახს სუფთა ხელებს უშვერდნენ და ნასროლ ტყვიებს შიშველი მკერდი დაახვედრეს ჩვენმა ლომებმა.

ძიუდოს ნაკრები და თქვენ - ქართველი გულშემატკივარი, ხართ თანამედროვეობის გმირები და მადლობას გიხდით, რომ დაეხმარეთ სიმართლეს გამარჯვებაში.

მეამაყება, ასეთი საქართველო!

მეამაყება, ჩემი გულშემატკივარი!

მეამაყებიან, ჩემი უძეგლო გმირები!

გილოცავთ!

(ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ღირსეული არ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას!)", - წერს გვენეტაძე.

altაქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ხო, გადადგა პრეზიდენტი!! მერე რა!!!!. ვნახოთ რისი თავი გაქვთ. აღდგომა და ხვალეო.
babo
06 ივნისი 2018 10:21
4
პირადად მე ამათმა საქციელმა (ქმრებისაც და ცოლებისაც) შემაზიზღა ძიუდო.
ავთოს --კაცს(?) რომელმსცაც 2 წელი აღარაფერი გაუკეტებია იმის გამო რომ ჯერ ერთი წონა შეიცვალა და ვერ შეეგუა ახალ წონას და მერე ტრამვები მიიღო---ამხელა ენა ატლიკინა და თავისი წატრუმატებლობა სხვას გადააბრალა---რო გაგიფენენ პირველივე საერთაშორისო ტურნირზე მერე ნახავ ამ ყველლაფრის შედეგს.
იმედია ახალგაზრდა თაობა მეტი შეგნებულია ვიდრე ეს ხიხო(ები),ახალგაზრდებს კი ესენი ისე უყურებენ როგორც წიწილებს და მარტო ამათ სავარჯიშო ხორცს.
მახო
03 ივნისი 2018 18:41
6
სხვათა მეუღლეთა აზრებიც გაგვაცანით, მაგრად მაინტერესებს. დდ
Z.LO
03 ივნისი 2018 09:32
1
ამდენი ფანები როგორ ყავს მაგ არაკაცს და ღორიშვილს?? საიდან ამდენი პარაზიტი, ავადმყოფი და დეგენერატი რომ ლანძღავენ და ამტყუნებენ ამ ბიჭებს??? ერთი ქევხიშვილის გაგდება არაფერს უშველის, ყველას და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი!!! ძალიან მწარედ, და ყველაფრის ფასად!!! ყველას უნდა მიეჩინოს თავის ადგილი.
Godzilla
03 ივნისი 2018 01:50
11
ავთო, ცოლს მიხედე, ვაჟკაცურად. თუმცა მე მგონი ეგ ისეთი ქალი ჩანს, რომ მაგას აღარაფერი არ ეშველება. (ნეტა ვცდებოდე). მე არ ვიცი, ვინ არი მართალ-მტყუანი. მე ერთი რამე გავიგე: ეხლა, როცა ქევხიშვილი გადადგა, წამოვა მედლები. ალეო და ხვალეო.
..................(ნეტა აქაც ვცდებოდე)
SS
03 ივნისი 2018 00:40
4
ეს ქალბატონი ახალი სახეა ძიუდოში თუ იდეოლოგია? ვეთანხმები აზრს, რომ ასეთი სახის განცხადებები არ უნდა იწერებოდეს აქ. მაშინ აქვეყნეთ ყველას ცოლების და ოჯახის წევრების განცხადებები.
: )))))))
03 ივნისი 2018 00:18
7
ჭრიკიშვილო კაცი ხარ თუ ვაცი??რას ატლიკინებიებ ენას ცოლს?!მელორა ხო დაიჭირეთ?!შენი ცოლივით ატლიკინეთ ენები ძიუდოისტებმა!ყველაფერი სიბინძურე გარეთ გამოიტანეთ და რა უხარია შენს ცოლს გაფიცებ?!!!
ალოო
02 ივნისი 2018 23:59
14
აზრი არ აქვს ჭრიკიშვილმა დადო თავის კვერცხი და აწი ჩვეულებრივ ოქროს მედალს ვერ ეღირსებიან ვერც ეგ და ვერც ლიპო ამ არასწორი საქციელის და ბუნტისთვის
guru
02 ივნისი 2018 23:18
7
ეს ისაა ხო მთელ საქართველოს რო მოგვაფურთხა... რა უზრდელი და აგრესიულია ქალია..
შორენა
02 ივნისი 2018 23:13
3
სტალინმა მენდლები ვედრით შამამაყარაო, გამახსენდა, წამოვა ეხლა მედლები გრიალით.... წარმატებები
kukura
02 ივნისი 2018 21:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული