ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე თამუნა გვენეტაზე, სოციალურ ქსელში დავით ქევხიშვილის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტის დატოვებას ეხმაურება.

არა, მეგობრებო! ქევხიშვილი კი არ გადადგა, ქევხიშვილი სიმართლემ, ნაკრების ერთობამ, იმ ახალგაზრდა და იმ ქალმა ძიუდოისტებმა, მათმა თავგანწირვამ, თქვენ, ჩვენ და ყველა იმ ადამიანმა ჩამოაშორა მმართველობას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში იზიარებდა ამ ბიჭების ტკივილსა და თავდადებას.

სწორედ ქართველმა გულშემატკივარმა მისცა ამ ბიჭებს იმის ძალა, რომ პროვოკაციების, ტყვიების, ჩაგვრის, ტალახის სროლისა და სხვა ბინძური წინააღმდეგობების მიუხედავად, თავის პოზიციებზე მყარად მდგარიყვნენ და არ დაეშვათ, უსამართლობას ეზეიმა.

ჩვენ ყველას გვახსოვს ქევხიშვილის მხარდამჭერი ის თითოეული ადამიანი, ვინც დაგვცინოდა, სახალხოდ ლაფს გვასხამდა, მასხრად გვიგდებდა, მოღალატეებსა და ფულზე გაყიდულებს გვიწოდებდა სიმართლისთვის მებრძოლ ხალხს, მაგრამ დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს.

ტალახს სუფთა ხელებს უშვერდნენ და ნასროლ ტყვიებს შიშველი მკერდი დაახვედრეს ჩვენმა ლომებმა.

ძიუდოს ნაკრები და თქვენ - ქართველი გულშემატკივარი, ხართ თანამედროვეობის გმირები და მადლობას გიხდით, რომ დაეხმარეთ სიმართლეს გამარჯვებაში.

მეამაყება, ასეთი საქართველო!

მეამაყება, ჩემი გულშემატკივარი!

მეამაყებიან, ჩემი უძეგლო გმირები!

გილოცავთ!

(ბრძოლა გრძელდება იქამდე, ვიდრე ღირსეული არ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას!)", - წერს გვენეტაძე.

altაქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ... - დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

მკითხველის კომენტარები / 23 /
გადადგა გადადგა, ძაანაც კაი.მაგრამ მეუღლე ჩემი აზრით სულ არაფერ შუაშია) იმიტომ კი არა რომ ქალია და რა მაგის საქმეა, უბრალოდ მეუღლის დედის მამის და ძმის კომენტარი ყოველთვის სუბიექტურად იქნება აღქმული .. და საერთოდ ყველაფერზე ფეისბუკ კომენტარები უკვე გულის ამრევი ხდება ...
SOLO
15:26 02-06-2018
6
აწი! ილოცეთ, იშრომეთ, ყველგან ოქროსთვის იბრძოლეთ,თორე გაყვებით უკან ყველა ერთად
კაი ბატონო
14:21 02-06-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული