ზაგრების გრან პრი: თორნიკე ნაგლიაშვილი იაპონელ აბისთან დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, მსოფლიო გრან პრის მორიგი ტურნირი დაიწყო.

გათამაშების პირველ დღეს 60 და 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ასპარეზობენ.

სამწუხაროდ, პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ვერ მოიპოვეს.

66-ში თორნიკე ნაგლიაშვილმა ამერიკელ რაიან ვარგასს იპონით სძლია, ხოლო შემდეგ ირლანდიელ ნათან ბერნს შეხვდა და წამებში იპონით დაამარცხა.

მესამე შეხვედრაში კი ნაგლიაშვილი იაპონელ ჰიფუმი აბისთან სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

სამწუხაროდ, პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ლაშა ჩადუნელი (60), რომელიც უკრაინელ არტემ ლესიუკს შეხვდა და იპონით წააგო.

28 ივლისს 73 და
81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოვლენ. სამწუხაროდ, 73-ში მონაწილე არ გვყავს, ხოლო 81-ში კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი იჭიდავებენ.

altზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას მისტირიხართ მსაჯის შეცდომებს ყველა, თუ ძლიერი ხარ, იპონზე უნდა დადო ყველა მსაჯიან-კომისარიანად.
gio
28 ივლისი 2018 17:02
1
წინასწარ ვიცოდი რომ მაგ მსაჯს დაგვინიშნავდენ
laguna
27 ივლისი 2018 15:16
0
თოკო შენ გული არ გაიტეხო მაგარი ბიჭიხარ! შემდეგ შეხვედრაზრ ეგ ვირთომ დაუმარცხებელი იაპონელი მსაჯთან ერთად უნდა დადო იპონზე.
koko
27 ივლისი 2018 15:04
0
იაპონელებს თუ ეგეტი ჭიდაობით მოაქვთ თავი შემირცხვენია მაგათი ჭიდაობა,
zviadi
27 ივლისი 2018 14:56
0
ეგ მსაჯი კარგათ უნდა გაილახოს რეებს კადრულობს უკვე მერამდენეჯერ.
lelo
27 ივლისი 2018 14:48
0
როდემდე უნდა ვიყოთ სირაქლემას პოზაში? ხო იცით წინასწარ რომ ეგ მექსიკელი მსაჯი თუ დაგინისნეს ისეიგი 100% უნდა წავაგოთ! ბოლოს და ბოლოს ამიხსნას ვინმემ სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ ყანაში. ყელში ამოვიდა უკვე ამდენი უსამართლობა!!!!!! ფედერაცია ამოიღე ხმა თუ რამეს წარმოადგენთ!!!!
gurami
27 ივლისი 2018 14:45
0

სიახლეები პოპულარული