ქართველი ძიუდოისტები ზაგრების გრან პრის ბოლო დღეს ჯერჯერობით წარმატებით ასპარეზობენ

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე გრან პრიზე დღეს ასპარეზობაში ხუთი ქართველი ძიუდოისტი ჩაება.

90კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრაში დამარცხდა გიორგი პაპუნაშვილი, რომელსაც კუბელმა ეშლი გონსალესმა სძლია.

ამავე წონაში იჭიდავებს ავთანდილ ჭრიკიშვილიც, რომლის მეტოქეც სერგი ტომა იქნება.

100კგ-ში 1/4-ფინალშია გასული ლაშა ტაველური, რომელიც რუს ნიაზ ილიასოვს დაეჭიდება.

ქართველი ძიუდოსიტები მძიმე წონაშიც წარმატებით ასპარეზობენ. 1/4-ფინალშია გასული გურამ თუშიშვილი, რომელიც აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.

1/8-ფინალში კი გიორგი ქავთარაძის მეტოქე ჰოლანდიელი იურ სპაიკერსი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული