1/4-ფინალში თუშიშვილმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა.
სამწუხაროდ, 1/8-ფინალში გამოეთიშა ასპარეზობას გიორგი ქავთარაძე, რომელსაც ჰოლანდიელმა იურ სპაიკერსმა აჯობა.
1/4-ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ასპარეზობას ლაშა ტაველური.
რაც შეეხება 90კგ-ს, აქ გიორგი პაპუნაშვილი ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა, ავთანდილ ჭრიკიშვილი კი 1/4-ფინალშია გასული, სადაც ჩეხ დევიდ კლამერტს შეხვდება.