ბუდაპეშტის გრან პრის მეორე დღე: წარუმატებლობა ორ წონით კატეგორიაში

AutoSharing Option
სამწუხაროდ ბუდაპეშტის გრან პრის მეორე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

73 წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი პირველივე წრეში დამარცხდა იაპონელ მასაში ებინუმასთან და ტურნირს გამოეთიშა.

81 წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილმა რუმინელ ელემერ სზოკსის და ბულგარელ ივაილო ივანოვს კი სძლია, მაგრამ შემდეგ ბელგიელ სემი ჩოუჩთან წააგო და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა.

ხვალ უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) იჭიდავებენ.

ჯერჯერობით ტურნირზე მხოლოდ ერთი ქართველი დაეუფლა მედალს
- ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამავე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად არის ბექა და ლაშა?
კახა
10:47 12-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული