ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
90კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი უშანგი მარგიანი, ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში უნგრელ კრისტიან ტოტთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

1/2-ფინალში მან სერბი ალექსანდრ კუკოლი იპონით დაამარცხა, იქამდე კი ეგვიპტელ ჰატემ აბდ ელ აკჰერს, ჰოლანდიელ იესპერ სიკს და ბელორუს იაჰორ ვარაპაის მოუგო.

მედლის მოპოვების შანსი აქვს მძიმე წონაში მოასპარეზე ადამ ოქრუაშვილს, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის რუს რუსლან შახაბაზოვს დაეჭიდება.

ბუდაპეშტის გრან პრის ბოლო საჭიდაო დღეს 6 ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა: უმედლოდ დარჩნენ გიორგი პაპუნაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე და ლევან მატიაშვილი,
რომლებიც გათამაშებას ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშნენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სირცხვილი იმ ძიუდოისტებს, ვინც ვარჯიშის ნაცვლად პოლიტიკას გადაყვნენ! არანაირი ნიშნისმოგება, გულისტკივილით ვამბობ: "აი, შედეგიც!"
Fani
11:55 13-08-2018
1
მიტინგებს მიხედეთ მიტინგებს დაანებეთ ჭიდავს თავი.
soso
20:24 12-08-2018
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული