ძიუდოში კვლავ დაპირისპირებაა - ჭრიკიშვილი ღვინიაშვილს ბრძოლაში იწვევს და კვლავ ქევხიშვილის მმართველობაზე საუბრობს

AutoSharing Option
ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრობს.

ჭრიკიშვილი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასასვლელად ნაკრებში 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილს ადგილი უკონკურენციოდ ერგო, არადა, მან ბოლოს ზაგრების გრან პრის ტურნირი მოიგო.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მივესალმები ჩემს გულშემატკივარს და მსურს, გავაკეთო განცხადება ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 90კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტთა დაყენებას შეეხება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მე, ავთანდილ ჭრიკიშვილმა, მონაწილეობა მივიღე ხორვატიაში გამართულ გრან პრიზე, იმ მიზნით,
რომ ჩავრთულიყავი ჯანსაღ კონკურენციაში იმ სპორტსმენებთან, რომლებიც მოიაზრებოდნენ მსოფლიოზე დასაყენებელ კანდიდატებს შორის.

ვინაიდან ევროპის ჩემპიონატზე არ გაკეთებულა არანაირი შედეგი, წესების თანახმად, ყველას თანაბარი შანსი გვეძლეოდა, დავმდგარიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირებზე გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე (რაც შეთანხმებული იყო ტრენერებთან).

მას შემდეგ, რაც დავიკავე პირველი ადგილი, მე, როგორც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთადერთ ოქროსმედალოსანს, მეკუთვნის ბაქოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა.

ამის შემდეგ შევუთვალე ჩემს კონკურენტს, ბექა ღვინიაშვილს, რომ მასაც უნდა ეჭიდავა უნგრეთში გასამართ გრან პრიზე, სადაც ასევე მონაწილეობას ღებულობდა უშანგი მარგიანი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოქმედი პრიზიორია, თავადაც ჩაერთო კონკურენციაში და თქვა, რომ ვინც ძლიერია, ის უნდა წასულიყო მსოფლიოზე.

ბექამ კი, როგორც ხედავთ, არ იასპარეზა არც ერთ შეჯიბრზე და თავად მოიკლა შანსი იმისა, რომ მსოფლიოზე დამდგარიყო.

როგორც მოგეხსენებათ, მე და მარგიანმა, ორივემ გავაკეთეთ შედეგი და მოვიპოვეთ უფლება, ვიასპარეზოთ ჩემპიონატზე, რაზედაც მწვრთნელებმა, რომლებიც ირაკლი ცორეკიძესთან ერთად, დავით ქევხიშვილმა საჯაროდ დაითხოვა დაკავებული პოსტებიდან, განმიცხადეს, რომ ბექა ყოველგვარი კონკურენციისა და შეჯიბრის გარეშე მაინც დადგება მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე მათ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეკუთვნის მსოფლიოზე დაყენება გაკეთებული შედეგიდან გამომდინარე, მზად ვიყავი, ბექასთან ერთად მეასპარეზა ბელორუსიაში გასამართ ჩემპიონატზე.

მათ საპასუხოდ განმიცხადეს, რომ ბექა ვერ იჭიდავებს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო და ფაქტიურად, მისპობენ შანსს, გავემგზავრო მსოფლიო ჩემპიონატზე.

მე, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვაცხადებ, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შეჯიბრზე ტატამზე დავუპირისპირდე ბექა ღვინიაშვილს ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში და ობიექტურმა შემფასებლებმა გამოარკვიონ ჩვენში საუკეთესო.

მე დღეს ვიჩაგრები იმის გამო, რომ დავუპირისპირდი დავით ქევხიშვილს და მის გუნდს. მას უნდა, რომ ბიჭები არაჯანსაღი კონკურენციით, ტატამს გარეთ დაგვაპირისპიროს ერთმანეთს, რასაც არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

დღეს ძიუდოს ფედერაცია იმართება კვლავ დავით ქევხიშვილის მიერ და ის მიკერძოებულად ცდილობს ჩემი ბედის გადაწყვეტას.

მსოფლიო ჩემპიონატზე დაყენება არ ხდება ნაჩუქრობით, არამედ კონკურენციითა და გაკეთებული შედეგებიდან გამომდინარე, რაც მე უკვე გავაკეთე.

კიდევ აღვნიშნავ, რომ მე მზად ვარ, ბექა ღვინიაშვილთან ერთად ტატამზე გავარკვიო ჩვენში საუკეთესო და ვითხოვ, გაიმართოს შიდა შეჯიბრი ოფიციალური მსაჯისა და შემფასებლების თანდასწრებით, ვინაიდან, მწვრთნელები უარს აცხადებენ მის საზღვარგარეთ ასპარეზობაზე.

ძიუდოს ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა, რომ გუნდი დადგეს პირადი სიმპათიების საფუძველზე. გუნდი უნდა შედგეს შედეგებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, ბოლო და საუკეთესო შედეგი მაქვს მე და ის შედეგები, რაც ჰქონდა ბექას, დაეხმარა მას ეასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მან შედეგი ვერ გააკეთა.

შესაბამისად, 3-ჯერ ძლიერ ტურნირზე მას არ ეკუთვნის უკონკურენციოდ და უჭიდავებლად დაყენება.

ყველას, ვისაც ხელეწიფება ამ პროცესებში ჩართვა, ვთხოვ, დამეხმარონ ჩემი უფლებების დაცვაში. მე ვითხოვ ჭიდაობას და ჯანსაღ კონკურენციას ტატამზე", - წერს ჭრიკიშვილი.

Sportall.Ge

altზაგრების გრან პრი: ჭრიკიშვილისა და თუშიშვილის ოქროს დასასრული [VIDEO]

altავთანდილ ჭრიკიშვილის მეუღლე: დღეს, ამ გამარჯვების ფონზე, ამ არარაობების ყეფა აღარაფრად ღირს

მკითხველის კომენტარები / 63 /
ავტორი, იქნებ თქვენ ცოტა ფრთხილად მიუდგეთ მსგავსი თემების გაშუქებას, იქნებ ეს უფრო ძაბავს ზოგად მდგომარეობას (ნახეთ ამ ავტორის ძველი სტატიები, პროვოცირებაა დაპირისპირების)
-
16 აგვისტო 2018 09:56
5
არავის არ ვერჩი, როცა კარგი რამ ხდება, ეს ავტორი იმას არ აშუქებს, როცა დაპირისპირებაა, მისი სტატია მზადაა,თითქოს დაინტერესებულია ..
..
17 აგვისტო 2018 06:51
0
ავტორი ფბ ზე თავად ჭრიკიშვილია და სხვას რას ერჩით?
თამაზი
16 აგვისტო 2018 12:12
9
აქ კომენტარებს არ აქვეყნებთ?
gurami
15 აგვისტო 2018 18:59
1
ბექა პორმასი არ არის....ეს და მარგიანი უნდა ცავიდნენ
treneri
15 აგვისტო 2018 18:11
19
ეს ყველაფერი მომიტინგეების წამოწყებულია. როდესაც დარბაზში არ შედიოდნენ სავარჯიშოდ, ღვინიაშვილი მაშინ შეკრებებზე იყო. აქედან გამომდინარე გაუჩნდათ პრეტენზიები. სად იყო ჭრიკიშვილი მაშინ, როდესაც ბექას ორი ლიცენზია ააღებინეს ოლიმპიადისათვის და ას კილოში აჭიდავეს,მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგეებს მხარზე ვერ უწვდენდა ხელს წესიერა?! მერე აღმოჩნდა, რომ ლიპო ას კილოში გადადიოდა ოლიმპიადის შემდეგ...
კარგი რა, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს ჭრიკო?!
kosta
17 აგვისტო 2018 09:24
1
ავთოს ლოგიკით მაინტერესებს ეკუთვნის თუ არა ლიპარტელიანს მსოფლიოზე წასვლა. ლიპარტელიანი თუ ტაველური ან სხვა რომელიმე სპორტსმენი ას კილოგრამში? ლიპარტელიანს, ნაკრების კაპიტანს საქართველოც კი არ აქვს ნაჭიდავებიას კილოგრამში, აი სამართლიანი და კანონიერი ძიუდოს ფედერაცია
გიორგი
16 აგვისტო 2018 16:10
3
რეიტინგი? რეიტინგს არა აქვს მნიშვნელობა? ერთ კონკრეტულ შეჯიბრზე შეიძლება წონის ლიდერები სულაც არ ჩავიდნენ და მისი მოგება გადამწყვეტი ვერ იქნება. თუ მართლა თანაბარი მდგომარეობაა, მწვრთნელებმა ერთიერთშეხვედრა უნდა გამართონ. ჩემი აზრით მსოფლიო ჩემპიონატზე ჭრიკიშვილი და ღვინიაშვილი უნდა წავიდნენ, მარგიანი მათი დონის არაა
მერაბ გ.
16 აგვისტო 2018 08:05
1
ერთი ფაქტია ეხლა ღვინიაშვილმა როარ ეჭიდავოს ამას და წავიდეს ისე მსოფლიოზე და იქ ჩაფლავდეს მერე ვის დაბრალდება ეს ყველაფერი თუ მივეჩვიეთ უკვე უმედლობას ძიუდოშიც და აღარ გვაინტერესებს ვინ რისი მაქნისია.და ვინც იმას უყიჟინებს წადი 81 ში იჭიდავეო წონაში რამდენია ეს კაცი.?
zaza
15 აგვისტო 2018 20:31
3
თევზი თვიდან ყარს! აი მაქედან უნდა დაიჭყოს ყველაფერი. როგორი მთავრობაც გვყავს ისეთივე პედერაციაც. არ შეიძლება ვინმეს ნაცნობ მეგობრობით დანიშვნა არც ერთ თანანმდბობაზე. სანამ საქართველოში ამას არ ისწავლიან მანამდე იქნება აურზაური სალხინეთში, თავის ნამთვრალევზე ჩხუბ აყალ მაყალით და ერთმანეთის უპატივისმცემლობით. მაგალითად რა სამინისტრო კაცი იყო ან სამერო კახა კალაძე, ან კიდევ წინა მერი და ბევრი კიდევ. ფეხბურთს ხომ ამდენი ხანია კარგად მიხედეს და ეხლა ეგ არ ეყოთ და ძიუდო დაიყვანეს ფეხბურთის დონეზე და ბოლო ევროპის ჩემპიონატიდან გამომდინარე შეიძლება ხელბურთIს დონეზე. რატომ არ ვიღებთ ხორვატების მაგალითს? რას მიღწიეს მსოფლიოზე და როგორი თავდადებით ითამაშეს? ალბათ მათ თვიანთი ქვეყანა ჩვენზე მეტად უყვართ და ეამაყებათ. სადღეგრძელობით ცხოვრობთ კიდევ და ცრურწმენით. ქვეყანას მიხედეთ, მცოდნე და დამსახურებული ხალხი წინ წაწიეთ და ნაცნობ მეგობრობა კვალიფიკაციას არ მატებს არამედ ღუპავს ყველაფერს, ნეპოტიზმი დაფარისვევლობა მოიშორეთ. გამოფხიზლდი საქართველოვ თორემ შეგვჭამეს გაბურდღნულ/თავდაბურულმა შავოსნებმა... მუეძინი არ უნდა ჰყიოდეს საქართველოში, ეს საქარღთველოს სისუსტის გამო ხდება და ერი ერთად უნდა დადგეს ყველა დარგში რომ გაძლიერდეს. შადაც არ უნდა გადაგკარგოს ცხოვრებამ და სამუშაომ მაინც გული იწვის განსაკუთღებით შორიდან რომ უყურებ ასეთ ვითარებას და შემდგომ დიდი ხნის უნახავი სამშობლოსი რომ ჩახვალ და მთაწმინდაზე ასასვლელად ბაშიაჩუკივით უნდა ებრძილო ფუნიკულიორის რიგში ჩამდგარ გონება დაბურულთ გაბურდღნულ შეითანებს თავისი შავჩადროსან მეუღლით და 6 ბავშვით ურიგოდ გაძრომას რომ. ცდილობენ. ვაი საქართველოვ რა დღეში ხარ და ვის ხელში.. რა დროს ძიუდოზე კინ კლაობაა გადგვთელავენ მალე ამ უსუსური ღმურზლა მთავრობის ხელში და ცრუ ღვთისმსახურთ ხელში. Gამოფხიზლდით ხალხო და მერე სპორთიც კარგი იქნება და შეიძლება აფხაზეთიც და სამაჩაბლოც დავიბრუნოთ. ეს ლამაზი მხარეებიც ხომ დაუდევრობით, სიხარბით, ამპარტავნობით დავკარგეთ. რედაქტორო არ გამოქვეყნება არაქართველობაა და ქვეყნის არ სიყვარული. ქართული ბილწსიტყვაობა თუ არ გერჩივნოს უცხო კრეატულობას მაშ სად არის სიტყვის თავისუფლება და აზრისა? კალაძის ხსენებას თუ დამძრახავ და ქვეყნისა და მთავრობის კრიტიკას მაშინ აფერუმ შენს ვაჟკაცობას...
niko
16 აგვისტო 2018 06:08
8
ჭრიკიშვილის და მისი მხარდამჭერების გათვლა ალბათ ისაა, რომ ღვინიაშვილტან ერთად ავთოც წავიდეს მსოფლიოზე. ვფიქრობ უფრო მარგიანს უმიზნებენ და არა ღვინიაშვილს. არადა მარგიანი ძალიან ჭკვიანურად ჭიდაობს და საინტერესოდ.
გიორგი
16 აგვისტო 2018 16:06
1
აქ ყველაზე სასაცილო ისაა რომ ზოგიერთებს ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი და კამპანია მიტინგებს რომ აწყობდნენ და ერთ ამბავში იყვნენ, სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირები გონიათ :D. ევროპაზე ნაჩვენები შედეგი პირდაპირ ქევხიშვილს დააბრალეს, პირობები არ ქონიათ თურმე და ბეტონზე ვარჯიშობდნენ, როცა ყველაზე კარგ პირობებში ზუსტად ეგენი არიან ყველა სხვა საჭიდაო სახეობებთან შედარებით, ვისაც არ გჯერათ თავათ შეგიძლიათ მიბრძანდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ სად ვარჯიშობს ნაკრები... მერე შევარდნენ ფედერაციაში და ფედერაციის კუთვნილი ქონება დააზიანეს, ფანჯრები ჩალეწეს და ა.შ. (სხვისი ქონების განზრახ დაზიანება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება და ყველა ნორმალურ ყვეყანაში, ამათ არამარტო დისკვალიფიკაციებს მისცემდნენ ფედერაციები, არამედ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა ჩვეულებრივად) მერე საკუთარ გამზრდელ მწვრთნელს, გურამ მოდებაძეს სულ არაფროსიონალი უძახეს რადგან მაგათთან არ დადგა, როცა რამდენიმე წლისწინ თვითონ ჭრიკიშვილი ამბობდა თუ მე დგეს რამე ვიცი ძიუდოში მოდებაძის დამსახურებააო. მერე ადგნენ და კორუფციაა ძიუდოს ფედერაციაშიო და 18 ბრალდება ჩამოწერეს , 18 კითხვას პასუხი გაეცა ტელევიზიით, მერე აუდიტი შევიდა ფედერაციაში და ვერანაირი გადაცდომა ვერ ნახეს.მოკლედ სია ძალიან გრძელია რომ გავყვეთ მაგათ მიქარვებს და დღეს რო ქართულ ძიუდოში ასეთი ქაოსია ზუსტად "სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირების" დამსახურებაა. აქ ძაან მარტივია შედარება, როგორი სიტუაცია იყო ამათ აქციებამდე და როგორი სიტუაციაა დღეს.
giorgi
27 აგვისტო 2018 04:03
0

სიახლეები პოპულარული