ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: პაპინაშვილი და ნინიაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
13 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

ქართველ ძიუდოისტებს ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

60 კილოგრამში ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. თემურ ნოზაძემ პირველი შეხვედრა კვიპროსელ ლუკა ლუკასს მოუგო, ხოლო მეორე დაპირისპირება რუს კონსტანტინ სიმეონდისთან დათმო.

ჯაბა პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. პაპინაშვილმა სტარტზე კვიპროსის სახელით მოასპარეზე გიორგი ბალარჯიშვილს მოუგო, შემდეგ თურქ სამტ კუმტასს სძლია, თუმცა მერე აზერბაიჯანელ ტოფიგ მამადოვთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ობიდ ჯებოვს მოუგო და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ჰოლანდიელ ივო ვერჯორსტერტს
დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს ასევე ბაგრატ ნინიაშვილს (66), რომელმაც სტარტზე ჯერ მონტენეგროელ მარკო გუსიჩს მოუგო, შემდეგ კი ფრანგი რედა სედოუკუ დაამარცხა. სამწუხაროდ, ნინიაშვილი ნახევარფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ებრაელი ამიტ ბობოვიჩი იქნება.

55 კგ. წონით კატეგორიაში ვანო ხუბაშვილი პირველივე შეხვედრაში თურქ ოგუზან ოზისიკთან დამარცხდა.

რაც შეეხებათ გოგონებს, დღეს მხოლოდ ერთი მონაწილე ნატალია ყიფშიძე გვყავდა (48), რომელმაც პირველივე შეხვედრა ავსტრიელ ჟაკლინ სპრინგერთან დათმო.

ფინალური ბლოკი 16:30 საათიდან დაიწყება.

14 სექტემბერს ვაჟებში 73 და 81 კგ წონითი კატეგორიების შეხვედრები გაიმართება. 73-ში მონაწილე არ გვეყოლება, თუმცა 81-ში ორი ქართველი ძიუდოისტი - ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

გოგონებში: ეთერ ლიპარტელიანი, მზია ბებოშვილი (57), მარიამ ჭანტურია (70).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული