ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

მარგველაშვილი მესამე წრეში გერმანელ სებასტიან სეიდლთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ოქროს ქულა კი პირველმა გერმანელმა ძიუდოისტმა აიღო.

აქამდე მარგველაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ბენინის წარმომადგენელ აუგუსტ დაგას შეხვდა და 24 წამში მოუგო.

altმსოფლიოს ჩემპიონატი: ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა ლამაზი გდებით მოიგო [VIDEO]

სამწუხაროდ, დღეს უმედლოდ დავრჩით. 22 სექტემბერს ლაშა შავდათუაშვილი (73) ყატარის წარმომადგენელ ჰალილ რებაჰის მეორე წრეში დაუპირისპირდება. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს

აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

altპაპინაშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე 20 წამში დაამარცხა და გაოგნებული დატოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ შეიძლება წაგების გამო ადამიანზე ასე უიმედოდ და გულსატკენად ილაპარაკო...სპორტია, ყველაფერი ხდება და არავის აქვს მოგების გარანტია! იცით ეს ბიჭი რამდენს შრომობდა რომ საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო და ქვეყანა ესახელებინა?! თავი არ დაუზოგავს, სულ ვარჯიშობდა და ძალიან კარგ ფორმაში იყო, თუმცა, სამწუხაროდ ასე მოხდა... სჯობს გავამხნევოთ ახალგაზრდა სპორტსმენები, რომ არ დაკარგონ შემართება და მომავალში უფრო დიდი მოტივაციით გააგრძელონ თავიანთი საქმე!
24 სექტემბერი 2018 01:37
0
ვერაფერში ამ მარგველაშვილებმა ვერ ივარგეს
ზაზა
21 სექტემბერი 2018 20:44
1
რატომ არ წერტ რომ ახალგაზრდებსჰი მსოფლიო ცჰემპიპნატი მიდის ბერდზნულ-რომაულ და ტავისუფალსჰი და ის ოქროს ტაობა რომელსაც ოლიმპიადის და მსოფლიოს ცჰემპიონობას უწინასწარმეტყველებდნენ უპირობოტ აგებენ ყველასტან!
koko
21 სექტემბერი 2018 17:34
3
ზებედა დადე იპონზე როგორც იაპონელები და კორიელები ისე ცჰვენი დიქტორებიც ესეტ სუსტატ რომ გტვლიან
---///
21 სექტემბერი 2018 13:38
2
სილქ უნივერსალს დიდი მადლობა. მაგრამ ტუ სჰეიდზლება დიქტორებს ცოტა კვალიფიკაცია რომ აამაგლებინოტ?
leo
21 სექტემბერი 2018 13:29
2
ძიუდოს ქართულმა თემმა ერთმანეთთან ჩხუბს და რაზბორკებს მოანდომონ დრო და მაგარ შედეგებს დადებენ...
ლევანი
21 სექტემბერი 2018 12:58
2
ბიჭები ფაქტიურად უმწვრტნელებოდ ჭიდაობენ,ეს რა უბედურებაა(((ბოლოწამებზე წაგება,როცა ყველაგრით ჯობიხარ მეტოქეს(((
euhh
21 სექტემბერი 2018 12:47
0
ქართული ძიუდოს ძაან ცუდი დროება უდგას..დაპირისპირება, შუღლი და გაუტანლობა..
პრინციპში ქვეყანაშიც რაც ხდება იგივე სიტუაციაა აქაც.

Rezo
21 სექტემბერი 2018 12:43
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული