ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი (66) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა.

მარგველაშვილი მესამე წრეში გერმანელ სებასტიან სეიდლთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ოქროს ქულა კი პირველმა გერმანელმა ძიუდოისტმა აიღო.

აქამდე მარგველაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში ბენინის წარმომადგენელ აუგუსტ დაგას შეხვდა და 24 წამში მოუგო.

altმსოფლიოს ჩემპიონატი: ვაჟა მარგველაშვილმა პირველივე შეხვედრა ლამაზი გდებით მოიგო [VIDEO]

სამწუხაროდ, დღეს უმედლოდ დავრჩით. 22 სექტემბერს ლაშა შავდათუაშვილი (73) ყატარის წარმომადგენელ ჰალილ რებაჰის მეორე წრეში დაუპირისპირდება. შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს

აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

altპაპინაშვილმა აზერბაიჯანელი მეტოქე 20 წამში დაამარცხა და გაოგნებული დატოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ შეიძლება წაგების გამო ადამიანზე ასე უიმედოდ და გულსატკენად ილაპარაკო...სპორტია, ყველაფერი ხდება და არავის აქვს მოგების გარანტია! იცით ეს ბიჭი რამდენს შრომობდა რომ საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო და ქვეყანა ესახელებინა?! თავი არ დაუზოგავს, სულ ვარჯიშობდა და ძალიან კარგ ფორმაში იყო, თუმცა, სამწუხაროდ ასე მოხდა... სჯობს გავამხნევოთ ახალგაზრდა სპორტსმენები, რომ არ დაკარგონ შემართება და მომავალში უფრო დიდი მოტივაციით გააგრძელონ თავიანთი საქმე!
0
ვერაფერში ამ მარგველაშვილებმა ვერ ივარგეს
ზაზა
20:44 21-09-2018
1

სიახლეები პოპულარული