პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი იყო, რომელსაც ილეთი არ განუხორციელებია და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.
ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა "ოქროს ქულის" მოპოვებით, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მესამე ეტაპზე ჩვენებური ფრანგ აქსუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ირანელი მუჰამედ მოჰამედი იქნება.