მსოფლიოს ჩემპიონატი: ლაშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
დღეს, 22 სექტემბერს გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა

პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი იყო, რომელსაც ილეთი არ განუხორციელებია და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა "ოქროს ქულის" მოპოვებით, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მესამე ეტაპზე ჩვენებური ფრანგ აქსუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ირანელი მუჰამედ მოჰამედი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალან დაღლილი ჩანდა მეოთხედფინალში, ფაქტიურად უბრძოლველად წააგო. ისე სამი ბრძოლა ფაქტიურად ზედიზედ ჩაატარა, დასვენების საშუალება არ ჰქონდათ იმდენად სწრაფად იყო შერკინებები.
emigranti
13:51 22-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული