დღეს, 22 სექტემბერს ქართველმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მეოთხედფინალში მუჰამედ მოჰამადისთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედალისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ირანელს ქართველის დასამარცხებლად 13 წამი დასჭირდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლი ცენდ-ოჩირი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება
დღეს ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი იყო, რომელსაც ილეთი არ განუხორციელებია და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.
ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა "ოქროს ქულის" მოპოვებით, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მესამე ეტაპზე ჩვენებური ფრანგ აქსუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.