მსოფლიო ჩემპიონატი: შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იპონით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 სექტემბერს ქართველმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) მეოთხედფინალში მუჰამედ მოჰამადისთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედალისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ირანელს ქართველის დასამარცხებლად 13 წამი დასჭირდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მისი რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლი ცენდ-ოჩირი იქნება. ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება

დღეს ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი იყო, რომელსაც ილეთი არ განუხორციელებია და სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელიც ქართველმა ძიუდოისტმა "ოქროს ქულის" მოპოვებით, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

მესამე ეტაპზე ჩვენებური ფრანგ აქსუსს დაუპირისპირდა, რომელსაც ვაზარით სძლია და
მეოთხედფინალში გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გადადგეს ფედერაცია, დააბრუნონ უზნაძე....უკან უკან მიდის ჩვენი ძიუდო და სანამ დროა გადადგეს ფედერაცია...
სოსო
14:17 22-09-2018
1
ცუდი მოლოდინი ამიხდა.ლაშას იმდენი ძალა დაახარჯვინეს მსაჯებმა შოკასთან ბრძოლაში და ისე სწრაფად წაეწყო მომდევნო ორი წრე,რომ ლაშა სულის მოთქმას ვერ ასწრებდა და მეოთხედ ფინალში პირველსავე მისვლაზე გაატარა ილეთი.მას ალბათ ორუჯოვისათვის ამზადებდნენ,მაგრამ ორუჯოვმაც წააგო და სამოლოოდ დივიდენდები ირანელ მუჰამადს ერგო.ბრინჯაოსათვის ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებ ლაშას.
სოსო
14:24 22-09-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული