დღეს, 22 სექტემბერს ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ცენდ-ოშირს დაუპირისპირდა, რომელთანაც იპონით დამარცხდა.
ქართველი ფალავანი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, თუმცა მონღოლმა შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე იპონით დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი სამი გაფრთხილებით დაამარცხა, ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელთანაც "ოქროს ქულის" მოპოვებით გაიმარჯვა, მესამე ეტაპზე ჩვენებურმა ფრანგ აქსუსს ვაზარით სძლია.
ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში მუჰამედ მოჰამადისთან იპონით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს
აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
20 წლის ბიჭი რომ ოლიმპიური ჩემპიონი ხდება და მერე უკან-უკან მიდის, ან მსოფლიოს საუკეთესო ფალავანი ოლიმპიადებზე რომ უმედლოდ რჩება და ბოლოს ნაკრებშიც ვერ ხვდება, ამდენი მოჭიდავე რომ გვყავს ერთი მეორეზე უკეთესი და ჩემპიონატებიდან მაინც ხელმოცარულნი რომ მოვდივართ, ამაში ვინაა დამნაშავე, თუ არა ფედერაცია და არასწორი მენეჯმენტი?! შავდათუაშვილი თუ ფორმაში არ იყო ტურნირის წინ, რატომ გაიყვანეს?! შეუცვლელი იყო თავის წონაში?! ამაზრზენია ეს ფედერაცია და მართვის მეთოდები. ბიჭები, რომლებსაც ჩემპიონატებიდან კი არა, ოლიმპიადებიდან უნდა ეზიდებოდნენ ბღუჯა-ბღუჯა მედლებს, იკარგებიან და მხოლოდ მეორეხარისხოვან ტურნირებზე აქვთ შედეგი... ან ნორმალური ფსიქოლოგების აყვანა რა გახდა, ან მენეჯერების, ვერ გავიგე... რაღას ეპოტინებიან ამ სკამებს, აახვიონ და დაგვასვენონ რა ჩვენც და მოჭიდავეებიც….