მსოფლიოს ჩემპიონატი. ლაშა შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 22 სექტემბერს ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ცენდ-ოშირს დაუპირისპირდა, რომელთანაც იპონით დამარცხდა.

ქართველი ფალავანი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს ორი შიდო მიაღებინა, თუმცა მონღოლმა შეხვედრის დასრულებამდე 7 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ყატარელი კალილ რებაჰი სამი გაფრთხილებით დაამარცხა, ხოლო მეორე მეტოქე ბელარუსელი შოკა იყო, რომელთანაც "ოქროს ქულის" მოპოვებით გაიმარჯვა, მესამე ეტაპზე ჩვენებურმა ფრანგ აქსუსს ვაზარით სძლია.

ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში მუჰამედ მოჰამადისთან იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს
აქტივში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალია. ამირან პაპინაშვილმა (60)
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ერჩოდნენ ამ უზნაძეს
llcl
17:12 22-09-2018
0
უაზრო ქება დიდებით და არარეალური მოლოდინებით ფუჭდება საქმე! ყველა სპორტის სახეობა ვითარდება, ძიუდოც მნიშვნელოვნად გამნვითარდა, ასე რომ საშუალო დონის პროფესიონალიზმს საშუალო დონის შედეგები მოაქვს! თუ დროულად არ მოხდება ჩვენს ძიუდოში შექმნილი მდგომარეობის გადაფასება, ძალიან მალე მხოლოდ სპორტული მონაწილეობა იქნება ჩვენი ხვედრი. ფედერაციას სასწრაფოდ სათავეში უნდა ჩაუდგეს პატიოსანი და მოტივირებული ხელმძღვანელობა! ნაკრებს აუციპებლად ერთი ძლიერი მწვრთნელი სჭირდება!!!! თქვე კაი ადამიანებო რას დადიხართ ამ იაპონიის შეკრებებზე და ხარჯავთ ამდენ ფულს?! რა შედგები მოგვიტანა ამდენმა უზრო შეკრებებმა??? თუ ასე ძალიან გინდათ იაპონელებისგან რამის სწავლა მაშინ აზიელი მწვრთნელის ჩამოყვანაზე ვიზრუნოთ, მინიმუმ კონსულტანტად მაინც!!! მწვრთნელებზე და განათლებაზე დახარჯეთ ფული და გაეშვით "პაეზდკებიდან" ატკატების ყურებას!!! ჩხვიმიანის და იაპონელის ჭიდაობისას უცხოელმა კომენანტორმა თქვა რომ ქართველების და იაპონელების, ორი გამორჩეული სკოლის პაექრიბას, ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდებოდითო...გავუფრთხილდეთ ქართული ძიუდოს სკოლას და ვიზრუნოთ მის განვითარებაზე!!!!
პაატა
17:35 22-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული