ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
23 სექტემბერს ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ზებედა რეხვიაშვილმა (81) ასპარეზობმა მეორე წრეში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ის პირველ წრეში ისვენებდა, ხოლო მეორე წრეში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი გეგუტიძესთან დამარცხდა. შეხვედრის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო ოქროს ქულა გეგუტიძემ მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სამწუხაროდ დღესაც უმედლოდ დავრჩით. ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალი. ამირან პაპინაშვილმა (60) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

24 სექტემბერს ასპარეზზე 90 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. ამ წონაში 60-ის მსგავსად ორი მონაწილე გვყავს.
უშანგი მარგიანი
ესპანელ ლორენსო ადრიან ნაჩიმენტოსა და ჩინელჰებილიჯი ბუს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ბექა ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

altამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჭრიკიშვილი 81-ში!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მე
23 სექტემბერი 2018 23:24
0
ბექას ლიპოს და ტუსჰისგან მხოლოტ ოქროს ველიტ ვერცხლი არ მიიგება!!!!!!!!!'
gurami
23 სექტემბერი 2018 22:54
0
ამ ირანელს საღოლ ძმაო მაგრად იჭიდავა, მაგრა ჯანზეა და ბოლოს რა შეასრულა!! რაც ვუყურე ყველაზე ძალიან ამ წონის ჭიდაობები მომეწონა. ხვალ იმედია ბექა დადებს რაიმე შედეგ!! ერთი რაც არ მომწონს ძიუდოსი არის ის რომ ჭიდაობაში უფრო სამართლიანი წესია რომ ფინალისტებთან წაგებულები რეპეჟაში ავტომატურად გადადიან და არა მარტო მეოთხედფინალში დამარცხებულებები,
zaza
23 სექტემბერი 2018 18:25
0
უმედლოდ დარჩენა არ ქვია ამას პირველივე შეხვედრას რომ წააგებ! .
dima
23 სექტემბერი 2018 16:00
0
ვინმენ შერიგების სუფრა იკისროს, თორე დაგვერხა და ეგ არის.. ქუთაისში ჩამოდით თუ გინდათ..
ქუთაისელი
23 სექტემბერი 2018 15:45
2
იმედია ხვალიდან ფინალურ ბლოკში ნუცუბიძის გარდა, სხვა ქართველებსაც ვიხილავთ.
:(
23 სექტემბერი 2018 14:10
0
სამწუხარო რეალობაა,მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას:ისევე,როგორც 90-ინი წლებიდან მოყოლებული ქართული ფეხბურთი შევარდნაძის ,,ლუბიმჩიკ¨მერაბ ჟორდანიას ხელით დაამიწეს და მაშინდელი ბრწყინვალე თაობა დაუკარგეს ქვეყანას,დღეს ძიუ-დოს მშვენივრად აწყობილი სისტემაც მოსპეს უკვექევხიშვილის ხელით.სატირელია მოჭიდავეების ყურება.რას უნდა ელოდე მათგან,როცა 20 კაციანი დელეგაცია ბაქოში ორი სხვადასხვა თვითმფრინავით მიფრინავს? რუსებმა აისრულეს გულიწადილი და ორივე სახეობა,რომლებშიც დიდი უპირატესობა გვქონდა'ჩვენივე უძღები შვილების ხელით დაგვანგრევინეს.[ვიცი,რომ არ გამოაქვეყნებთ,მაგრამ თქვენ თვითონრომ წაიკითხავთ-ეგეც საქმეა].
გიორგი ჯანიკაშვილი
23 სექტემბერი 2018 13:41
2
შესანიშნავი სპეციალისტი ირაკლი უზნაძე აიძულეთ ქვეყნიდან წასულიყო;ერთი წელიწადი გავიდა მხოლოდ და დღეს მისმა შეგირდმა თურქმა ძიუდოისტმა ბაქოში უკვე მოიპოვა პირველი ბრიჯაო.ნახეთ ზოგადად რა ხდებაÑ ეგუტიძე,მშვიდობაძე,შერაზადიშვილი და სხვები ევროპულ და მსოფლიო მედლებს უკვე გაუშინაურდნენ,ჩვენთვის კი თითო ბრინჯაოც კი ხდება სანატრელი.დროა დააბრუნოთ უზნაძე,ძიუ დოს ჩამოაშოროთ მუქთახორა ვაისპეციალისტები,აირჩიოთ ფედერაციის ღირსეული პრეზიდენტი და იქნებ მცირედ მაინც შეაჩეროთ სრული დეკადანსი.[უზნაძეს მე რა თქმა უნდა არ ვიცნობ,მაგრამ მისი შედეგების შემხედვარეს მგონია,რომ მისი აქტიური საქმიანობიდან ჩამოცილება დიდი დანაშაული იყო.ეხლა მას თურქეთში ისეთი ხელფასი ექნება-ჩვენი მექრთამეებისგან არცკი გამოიხედავს.არადა მისი დაბრუნება აუცილებელია].
გიორგი ჯანიკაშვილი
23 სექტემბერი 2018 20:23
0
და ჭრიკიშვილმა ფბ-ზე პოსტების წერას იქნებ გაიჭირვოს და 81კგ-ში დაბრუნება არჩიოს, ოლიმპიადამდე კიდევ 2 წელია და იქნებ მაღალი რეიტინგითაც შეხვდეს ძველ წონაში დაბრუნებული. დააბრუნეთ უზნაძე, რომ შეხედავ ნიჭიერი და ინტელიგენტი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მწვრთნელიც და მენეჯერიც რომ დანარჩენზე უკეთესი ყოფილა, გამოჩნდა
llcl
23 სექტემბერი 2018 13:23
2

სიახლეები პოპულარული