ნიკოლოზ შერაზადიშვილის ისტორია - ქართველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა ესპანეთის დროშით იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
90 კილოში საქართველოს ნაკრებში კონკურენცია პიკს აღწევს. ამ წონაში გვყავს ისეთი სპორტსმენები, როგორებიც არიან: უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი.

მიუხედავად კონკურენციისა, 90 კილოში საქართველოს მედალი არ აუღია და გარკვეული სახის ჩავარდნაც გვაქვს.

ამ დროს კი ბაქოში ერთი ქართული გვარის გარშემო სიხარული ტრიალებდა. ნიკოლოზ შერაზადიშვილმა თავიდანვე ისლანდიელი ეგილ ბლონდალი დააიპონა, შემდეგ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიხაილ იგოლნიკოვი ჩამოიშორა, არ გასჭირვებია თურქ მიხაილ ოზერლერთან ასპარეზობა და ყოფილი ჩემპიონი ეშლი გონსალესიც რეპეშაჟში გაუშვა, ნახევარფინალში ერთ-ერთი უძლიერესი უნგრელი სპორტსმენი კრისტინ ტოტიც
დაამარცხა და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესს ოქროს მედალი გამოსტაცა.


ნიკოლოზ შერაზადიშვილი 1996 წლის 19 თებერვალს თბილისში დაიბადა, საქართველოში ის 14 წლამდე ძიუდოსა და წყალბურთში ვარჯიშობდა. 14 წლის იყო, როცა მისი ოჯახი ესპანეთში გადავიდა და შესაბამისად, ისიც მადრიდში გადასახლდა.

რადგან კარიერის გაგრძელება ძიუდოში სურდა, ის მადრიდიდან დაახლოებით 35 კილომეტრში, პატარა ქალაქ ბრუნეტეს "ქვინ რუიზის" ძიუდოს სკოლაში შეიყვანეს. მისი მასწავლებელი და მთავარი მწვრთნელი ჯოაკინ რუისი გახდა, რომელსაც ოლიმპიადაზე სამჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.

Sportall.Ge

2014 წელს ნიკამ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მაშინ დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა ძიუდოში.

2014 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმ ტურნირზე ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კი ბექა გამარჯვებული გახდა, ხოლო შერაზადიშვილი - ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც 21-წლამდელთა შორის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, თუმცა მაშინ ფინალში უკვე ბექა ღვინიაშვილთან დამარცხდა.

ვერცხლის მედლით დაასრულა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდათა შორის.

Sportall.Ge

მისთვის განსაკუთრებული 2018 წელი გამოდგა, როდესაც უკვე უფროსთა შორის თელ-ავივში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო გუშინ, 24 ოქტომბერს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ის ესპანეთის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასეთ შედეგს მისი მწვრთნელიც არ ელოდა, რომელიც ბოლოს სიხარულს ვერ მალავდა.

ფინალური ბრძოლის მოგების შემდეგ შერაზადიშვილმა "პირველ არხთან" ქართულ ენაზე კომენტარიც გააკეთა.




რა იქნება მისი შემდეგი გაჩერება? ეგება, უკვე ოლიმპიადის მოგებაზეც ფიქრობს...
მკითხველის კომენტარები / 9 /
სიხარულს ის მანიჭებს, ვინც საქართველოს დროშას აწევს და ჰიმნს ააჟღერებს. უცხოეთის სახელით მოასპარეზე ქართველს საქართველოს მოქალაქე არაქართველი მირჩევნია. საერთოდ არ მაინტერესებს, რა ქნა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმოშობის ადამიანმა.
კოტე
12:03 26-09-2018
49
საამაყო ქართველი.გაიხარე.
maia
17:49 25-09-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული