გურამ თუშიშვილმა მსაჯებსაც აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი როი მეიერი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში მსაჯებმა თუშიშვილის ვაზარი გააუქმეს, ხოლო დამატებით დროში ქართველის ვაზარი კვლავ გააუქმეს, საბოლოოდ კი თუშიშვილმა იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდება.

ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი ტრანსლაცია SILK უნივერსალზე იქნება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თუშიშვილმა უკრაინელი იაკივ ხამო და რუმინელი დანიელ ნატეა იპონით დაამარცხა.

altგურამ თუშიშვილი მსოფლიოს

ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altგურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გოლიათი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ელემენტარულ ძიუდოსი ვინც ერკვევით არცერთი არ იტყვით რომ მსაჯმა დაგვჩაგრა, ბოლომდე არ მიყავდა არცერთი გდება შუასი ხელს უშვებდა მეტოქეს და კონტრილეთის უფლებას აძლევდა. პირველ გდებას დააკვირდით რატო გაუშვა ხელები როცა მეტოქე მჭიდროდ იჭერს? ნუ იპონი იყო 100 % მაგრამიჭიდავე მეგობარო მსაჯების ყურება გამარჯვებას არ მოგიტანს.
semi
16:49 26-09-2018
7
არ ვერკვევი იმ დონეზე ძიუდოში, რომ ვამტკიცო იყო ან არი იყო ილეთითქო, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ, რომ ვინმეს ასეთი ილეთი გაეკეთებინა უეჭველი ვიცი ჩაუთვილდნენ უყოყმანოდ და მეიერს ბოლოს კიდე იმედი რო ქონდა არ ჩაუთვლიანო და ბოჭვა დაიწყო იმაზე მწარედ გამეცინა, მაგრამ მანამდე უკრაინელთან რო ვაზარად ჩაუთვალეს პირველი გდება ეგეც არ მომეწონა. მთავარია გურამი არაა ისეთი კალიბრის მოჭიდავე ამან რიტმიდან ამოაგდოს ან ყურები ჩამოაყრევინოს, დარწმუნებული ვარ ბოლომდე მიაწვება დარჩენილ შეხვედრებში და ჩემპიონობით გაგვვახარებს დღეს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული