გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 სექტემბერს გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

თუშიშვილი ნახევარფინალში მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს შეხვდა და იპონით დაამარცხა.

ფინალში თუშიშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველ ძიუდოისტს, უშანგი კოკაურს დაუპირისპირდება.

პირდაპირი ტრანსლაცია "SILK უნივერსალზე" მიმდინარეობს.

თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელი როი მეიერი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითად დროში მსაჯებმა თუშიშვილის ვაზარი გააუქმეს, ხოლო დამატებით დროში ქართველის ვაზარი კვლავ გააუქმეს, საბოლოოდ კი თუშიშვილმა იპონით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ აქამდე თუშიშვილმა უკრაინელი იაკივ ხამო და რუმინელი დანიელ ნატეა იპონით დაამარცხა.

altძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი.

ფინალური ბლოკი [LIVE]

altგურამ თუშიშვილმა მსაჯებსაც აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

altგურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა! [VIDEO]

altგურამ თუშიშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გოლიათი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრავო მშვენიერი ილეთი იყო
semi
17:06 26-09-2018
0
ერთი თხოვნა მაქვს, რომ დამთავრდება ჩემპიონატი...ქართველების მიერ მოპოვებული მედლების საერთო რაოდენობა იქნებ გამოაქვეყნოთ, მათ შორის სხვა სახელმწიფოს სახელით მოპოვებული
fifa
17:05 26-09-2018
0

სიახლეები პოპულარული