გურამ თუშიშვილი: ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას

AutoSharing Option
26 სექტემბერს, ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენლის, უშანგი კოკაურის იპონით დამარცხების შემდეგ კომენტარი გურამ თუშიშვილმა (+100) გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას მადლობა გულშემატკივრობისათვის, ამ ხნის განმავლობაში გვერდში დგომისთვის. უფრო მეტად, უფრო მეტად უნდა ვიყოთ ჩართულნი, რათა მარტო ერთმა კი არა, არამედ სამმა და ოთხმა მოვიპოვოთ ოქროს მედლები.

ყველანი მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრი საქომაგოდ შეწუხდა, აქ ჩამოვიდა და მადლობა ღმერთს, რომ არ გავუცრუე იმედები.

ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას, მათ შორის, იმათ, ვინც სხვა ქვეყნის
სახელით გამოდიოდა. ვულოცავ, რა თქმა უნდა, ლიპარტელიანსაც, რომლისთვისაც გუშინ მილოცვა ვერ მოვახერხე".

altოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
Genacvale gulshi mravaljer gesaxelis chveni qveyana ♡♡♡
Emigranti
04:13 27-09-2018
0
გორელი ბექა სად იყო მე ვერ დავინახე თუ არ იყო საერთოდ ტრიბუნაზე?! ეგ არის ნაკრების წევრებს როცა უჭირდათ არც მაშინ დამდგარა ამათ გვერძე შეიძლება ჩვევაშიც გადაუვიდა ტატამს გარეთაც მარტო თავის თავზე ფიქრი!
29

სიახლეები პოპულარული