გურამ თუშიშვილი: ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას

AutoSharing Option
26 სექტემბერს, ბაქოში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენლის, უშანგი კოკაურის იპონით დამარცხების შემდეგ კომენტარი გურამ თუშიშვილმა (+100) გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას მადლობა გულშემატკივრობისათვის, ამ ხნის განმავლობაში გვერდში დგომისთვის. უფრო მეტად, უფრო მეტად უნდა ვიყოთ ჩართულნი, რათა მარტო ერთმა კი არა, არამედ სამმა და ოთხმა მოვიპოვოთ ოქროს მედლები.

ყველანი მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ბევრი საქომაგოდ შეწუხდა, აქ ჩამოვიდა და მადლობა ღმერთს, რომ არ გავუცრუე იმედები.

ყველა ქართველს ვულოცავ ამ ჩემპიონატზე მედლების მოპოვებას, მათ შორის, იმათ, ვინც სხვა ქვეყნის
სახელით გამოდიოდა. ვულოცავ, რა თქმა უნდა, ლიპარტელიანსაც, რომლისთვისაც გუშინ მილოცვა ვერ მოვახერხე".

altოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი რეკორდი გაიმეორა!

altპირველად კარიერაში - გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
Genacvale gulshi mravaljer gesaxelis chveni qveyana ♡♡♡
Emigranti
27 სექტემბერი 2018 04:13
0
გორელი ბექა სად იყო მე ვერ დავინახე თუ არ იყო საერთოდ ტრიბუნაზე?! ეგ არის ნაკრების წევრებს როცა უჭირდათ არც მაშინ დამდგარა ამათ გვერძე შეიძლება ჩვევაშიც გადაუვიდა ტატამს გარეთაც მარტო თავის თავზე ფიქრი!
ara
27 სექტემბერი 2018 02:55
29
ვერ იგებ თუ არ გინდა გაგება?! მე ვიკითხე, ღვინიაშვილს რომელიმე მოჭიდავესთან ჰქონია პრეტენზია, რატომ ის და არა მეო?! ისიც გკითხე, ღვინიაშვილივით ვინც შეკრებაზე იყო, მათზე რატომ არ წერ არაფერს?! პირდაპირ თქვით, რომ მხოლოდ ჭრიკიშვილის გამო ხართ გაღიზიანებულები....
shio
28 სექტემბერი 2018 09:42
1
shio-ს ხოდა ამდენი ხანი ამას ვწერ და ვიმეორებ ერთი და იგივეს. არაფერი პრეტენზია რომ არ დააფიქსირა და თავისთვის იყო ჩუმად იმიტომ რომ აწყობდა(ან თვითონ ვერ გრძნობდა იმ პრობლემებს რაც ნაკრებში იყო) ამას ვიძახი საკუთარ თავზე რომ ფიქრობს! როგორ შეიძლება ქევხიშვილს მხარს არ უჭერდე და ხმა არ ამოიღო ამ ყველაფერზე
ara
27 სექტემბერი 2018 16:48
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული